კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის საკრებულოში უმრავლესობის შემდეგ საკრებულოს მართვის სადვეები ოპოზიციის ხელში აღმოჩნდა

12 თებერვალი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

5 თებერვლის ქ. გორის საკრებულოს სხდომაზე რიგით პირველი საკითხი საკრებულოს თავმჯდომარის პაპუნა კობერიძის იმპიმენტის საკითხი დადგა.კობერიძემ საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეებს, რომელთა იმპიჩმენტის საკითხის უნდა დამდგარიყო, მიმართა, რომ ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიეღოთ. კობერიძის მოწოდება ადრესატებმა გაითვალისწინეს და იმპიჩმენტის პროცედურებს ბოიკოტი გამოუცხადეს.   საკრებულოს 15 წევრიდან იმპიჩმენტს 8 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, შვიდი მათგანი ოპოზიციური პარტიების ,,თავისუფალი დემოკრატების“ ,, ქართული პარტიის“ და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრები იყვნენ. მე-8 გადამწყვეტი ხმა ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოდან“ წამოსული იოსებ ფალელაშვილი იყო.

„კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს და სწორედ დღევანდელი დღე არის ამის დასტური. წინა ხელისუფლების პირობებში ასეთი რამ არ მოხდებოდა. ამიტომ, ეს არის ჩვენი 2012 წლის დიდი ბრძოლის მონაპოვარი, თუმცა, რა იმალება დემოკრატიის მიღმა ეს უკვე სხვა საკითხია. როდესაც რამდენიმე პარტია ერთიანდება, რათა შეცვალოს ხელისუფლება და გადაინაწილოს თანამდებობები, ეს არის მთავარი. მე ვრჩები საკრებულოს რიგით წევრად და ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას“, - განაცხადა ქ.გორის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ პაპუნა კობერიძემ.
საკრებულოს დღის წესრიგით 25 საკითხი იყო გათვალისწინებული. 22-ე საკითხად საკრებულოს თავმდჯომარის მოადგილის, ნინო ზურაბიშვილის მიმართ უნდობლობის გამოცხადება განიხილებოდა, თუმცა ზურაბიშვილმა მანამდე დატოვა თანამდებობა, ვიდრე ოპოზიცია გადააყენებდა.

„კოალიცია ქართული ოცნება უმცირესობაში ძალიან მალე დარჩა. ჩვენ ყველანი ბინძური თამაშის მომსწრე ვართ. ეს არის ბრძოლა სკამებისთვის და ანაზღაურებადი თანამდებობებისთვის. ჩვენი ყოფილი თანაგუნდელის ხმა გადამწყვეტი აღმოჩნდა, რაც ძალიან სამწუხაროა, რომ „ქართულ ოცნებას“ ამდენი მოღალატე ჰყავს. ყველამ საკუთარი საქციელისთვის უნდა აგოს პასუხი. რაც მეტი მოღალატე მოშორდება პარტიას, მით უფრო უკეთესი იქნება მომავალში ჩვენი საქმიანობისთვის“,- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ, ნინო ზურაბიშვილმა.

ყოფილი თანაგუნდელის ნინო ზურაბიშვილის განცხადებას იოსებ ფალელაშვილი გამოეხმაურა.
,,მოღალატეებს ცნობს თვითონ ქალაქი და გორელები. ყველა კარგად იცნობს იოსებ ფალელაშვილსაც და ნინო ზურაბიშვილსაც. წინა სხდომაზეც გააკეთეს განცხადება, თითქოს არანაირი რესურსი არ დაუკარგავს არც ქართულ ოცნებას და არც საკრებულოს.  ფაქტი სახეზეა,   მაგარი ვყოფილვარ“, - განცხადა იოსებ ფალელაშვილმა.

ზურაბიშვილის გადადგომის შემდეგ  სხდომის თავმჯდომარეობა საკრებულოს უხუცესმა წევრმა ვანო ჩხიკვაძემ გააგრძელა, რომელიც ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე იყო და დეპუტატებმა მასაც შეუწყვიტეს უფლებამოსილება.

საკრებულოს თანამდებობის პირების განახლებულ შემადგენლობას უახლოეს დღეებში წარადგენს ოპოზიცია, ქალაქის საკრებულოს წევრი ,,თავისუფალი დემოკრატებიდან“ თამარ თედლიაშვილი კონკრეტულ განცხადებებს არ აკეთებს, თუ ვინ დაიკავებს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას, თუმცა მინიშნება სწორედ ფალელაშვილზე გააკეთა.

,,ახალი კანდიდატურების წარდგენისათვის ჩვენ გვაქვს გარკვეული ვადა, ამიტომ თავს შევიკავებ დასახელებისაგან იმ ადამიანის, ვინც მოიაზრება ჩვენ მიერ საკრებულოს თავმჯდომარედ, თუმცა ეს კანდიდატურა უკვე არსებობს”,- განაცხადა თამარ თედლიაშვილმა.

6 თანამდებობის პირის გადაყენების პარალელურად საკრებულომ ქ. გორის 2016 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

ახალი ამბები