კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს, პოლიტპატიმრის სტატუსი ჩაითვალოს ახლადგამოვლენილ გარემოებად

17 თებერვალი, 2016
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, რომლის შედეგად პოლიტპატიმრის სტატუსი მიჩნეული იქნება ახლადგამოვლენილ გარემოებად. ამ გზით, ყოფილი პოლიტპატიმრები შეძლებენ კანონიერ ძალაში შესული განაჩენების გადასინჯვით მიმართონ სასამართლოს. 

2013 წლის იანვარში, საქართველოს პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრებად ცნობილი პირები „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლდნენ. პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებით, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება მათი სამართლებრივი რეაბილიტაციისა და დარღვეული უფლების აღდგენის ეფექტური მექანიზმის შექმნისა. 
 ყოფილი პოლიტპატიმრები წლებია, უშედეგოდ ითხოვენ მათი საქმეების გადახედვას და კანონიერ ძალაში შესული განაჩენების გადასინჯვის სამართლებრივი მექანიზმის შექმნას. არაერთი დაპირების მიუხედავად, სახელმწიფომ გაურკვეველი მიზეზებით, უარი თქვა მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოფხვრის ეფექტური მექანიზმის შექმნაზე. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი სამართლებრივად შეუსაბამოდ მიიჩნევს ერთ სამართლებრივ მოცემულობაში, ერთი მხრივ, ყოფილი პოლიტპატიმრების სტატუსის მქონე პირთა   და  მეორე მხრივ, მათ მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელი განაჩენებების არსებობას. ამასთანავე, ყოფილი პოლიტპატიმრები დღემდე უშედეგოდ ითხოვენ მათ მიმართ სამართალდამცავთა და პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებას.

სამწუხაროდ, ხელისუფლებამ დღემდე ვერ უზრუნველყო ყოფილი პოლიტპატიმრები დარღვეული უფლების აღდგენის ეფექტური შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმით და მართლმსაჯულების სერიოზული ხარვეზების გამოსწორების შესაძლებლობით, რაც აღნიშნულ პირთა სამართლიან აღშფოთებას იწვევს. 

უახლოეს ხანში ადამიანის უფლებათა ცენტრი საკანონმდებლო წინადადებით ოფიციალურად მიმართავს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა, მოძებნოს სამართლებრივი გამოსავალი არსებული ვითარებიდან.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები