კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა პოლიტიკური პატიმრების საქმეების გადახედვისაკენ მოუწოდებს

8 ოქტომბერი, 2012
 
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ მიესალმება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ, 2012 წლის 3 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციას, რომელიც „პოლიტპატიმრის“ სტატუსის განსაზღვრისათვის კონკრეტულ კრიტერიუმებს აწესებს. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის თანახმად პიროვნება ჩაითვლება პოლიტიკურ პატიმრად თუ მისი თავისუფლების აღკვეთა მოხდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის და მისი ოქმების დარღვევით, მათ შორის როცა დარღეულია: აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება; გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება; და შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება. 

დამატებითი კრიტერიუმები გულისხმობს წმინდად პოლიტიკური საფუძვლით დაკავებას, რომელიც არ არის რაიმე კავშირში დანაშაულის ჩადენასთან; დაკავების ხანგრძლივობისა და პირობების აშკარა შეუსაბამობას ჩადენილ დანაშაულთან; დაკავების დისკრიმინაციულ ხასიათსა და სამართლიანობას მოკლებულ, პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო განხილვას, რომელიც პატიმრობით დასრულდა. 

ამასთანავე მიღებული რეზოლუცია ნათლად მიგვითითებს, რომ იგი არ ვრცელდება ტერორისტული დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ. 

ასამბლეა მოუწოდებს ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოებს, გადააფასონ სავარაუდო პოლიტიკური პატიმრების საქმეები ზემოთხსენებული კრიტერიუმების გათვალისწინებით და გაათავისუფლონ ან ხელახლა განიხილონ მათი საქმეები. 

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოები და მათ შორის საქართველოს ხელისუფლება გაითვალისწინებს ამ მოწოდებას და საქართველოს ციხეებს დატოვებენ და ოჯახებს დაუბრუნდებიან მრავალრიცხოვანი პოლიტპატიმრები.

დებატების სტენოგრამა, კენჭისყრის შედეგები და ვიდეო მასალა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:


გთავაზობთ რეზოლუციის არაოფიციალურ თარგმანს:
რეზოლუცია 1900 (2012)1
გარდამავალი ვერსია 
პოლიტიკური პატიმრის განსაზღვრება
საპარლამენტო ასამბლეა 

1. საპარლამენტო ასამბლეა იხსენებს, რომ ევროსაბჭომ პოლიტიკური პატიმრების ცნება შეიმუშავა 2001 წელს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ექსპერტების დახმარებით, რომლებსაც მინიჭებული ჰქონდათ მანდატი, შეეფასებინათ სავარაუდო პოლიტიკური პატიმრების საქმეები სომხეთსა და აზერბაიჯანში, ამ ორი სახელმწიფოს ორგანიზაციასთან მიერთების კონტექსტში. 

2. საპარლამენტო ასამბლეა აღნიშნავს, რომ ზემოთხსენებული ექსპერტების მიერ წამოყენებული კრიტერიუმები ასევე შთაგონებულ იქნა 1989 წლის ნამიბიის სამოქალაქო ომის გარემოებებიდან. ისინი გამოყენებულ იქნა ამ ორი ქვეყნის მიმართ მათი ევროსაბჭოში გაწევრიანების პროცესში და დღემდე არ მომხდარა საპარლამენტო ასამბლეის მიერ მათი სრულფასოვანი განხილვა და ღია დამტკიცება. 

3. ასამბლეა კვლავ ადასტურებს ხსენებული კრიტერიუმების მხარდაჭერას, რომლებიც შეჯამებულია შემდეგნაირად: 
„პირად თავისუფლებას მოკლებული პიროვნება „პოლიტიკური პატიმარია“, თუკი: 

ა. თუ დაკავება მოხდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციასა და მისი ოქმებში მოყვანილი ფუნდამენტური გარანტიების დარღვევით, კერძოდ აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლება; გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება; და შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება.

ბ. თუ დაკავება მოხდა წმიდა პოლიტიკურ მიზნების გამო და არ იყო დაკავშირებული რაიმე დარღვევასთან;

გ. თუ პოლიტიკური მოტივით, დაკავების ხანგრძლივობა და მისი პირობები იმ დანაშაულის აშკარად არაპროპორციულია რომლის ჩადენაში პიროვნება ბრალდებულ იქნა ან ეჭვმიტანილია;

დ. თუ პოლიტიკური მოტივით, განხორციელებული დაკავება დისკრიმინაილ ხასიათს ატარებს სხვა პირებთან შედარებით; 

ე. თუ დაკავება აშკარად სამართლიანობას მოკლებული სასამართლოს განხილვის შედეგია და დაკავშირებულია ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივებთან (SG/Inf(2001)34, პუნქტი 10)

4. ტერორისტული დანაშაულისათის თავისუფლებააღკვეთილი პირები არ უნდა განიხილებოდნენ პოლიტიკურ პატიმრებად თუ ისინი გასამართლდნენ და პატიმრობა მიესაჯათ ამგვარი დანაშაულებისათვის, რომლებსაც ითვალისწინებს ეროვნული კანონმდებლობა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (ETS No. 5).

5. ასამბლეა მოუწოდებს ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების შესაბამის სახელისუფლებო ორგანოებს, გადააფასონ ყველა სავარაუდო პოლიტიკური პატიმრის საქმე ზემოთხსენებული კრიტერიუმების გათვალისწინებით და გაათავისუფლონ ისინი ან ხელახლა განიხილონ მათი საქმეები.

ახალი ამბები