კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენლებმა უსახლკარო მოქალაქეები მოინახულეს

11 დეკემბერი, 2013
 
ნინო დევიძე

10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენლები რკინიგზის ყოფილ სავადმყოფოში შესახლებულ  უსახლკარო ოჯახებს ეწვივნენ. ვიზიტის მთავარ მიზანს უსახლკარო მაქალაქეებისათვის უფასო იურიდიული კონსულტაციების გაწევა წარმოადგენდა. გარდა ამისა, მათთვის მომზადდა საინფორმაციო მეგზური - „უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროცედურები“, რომელიც ბენეფიციარებს ადგილზე დაურიგდათ. 

რკინიგზის ყოფილ სავადმყოფოში 55-მდე უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს. ალტერნატიული საცხოვრებელი ფართების არარსებობის გამო  სოციალურად დაუცველმა მოქალაქეებმა თვითნებურად დაიკავეს სახელწიფოს საკუთრებაში არსებული შენობა და ახლა, ყოველდღიურად ელიან გამოსახლებას. 

რკინიგზის ყოფილ სავადმყოფოში მძიმე საცხოვრებელი პირობებია. შენობას არ მიეწოდება ბუნებრივი აირი, ოთახების უმეტესობას კი, არ გააჩნია სველი წერტილები. 

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტის სოფიკო ალექსიძის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობა არ არეგულირებს, შენობაში უკანონოდ შეჭრილი მოქალაქეებისათვის, სახელმწიფოს მხრიდან, ელექტრო ენერგიით და გაზმომარაგებით უზრუნველყოფას: „ჩვენმა ორგანიზაციამ კონსულტაცია გაუწია სოციალურად დაუცველ ოჯახებს. მათ მივაწიოდეთ ინფორმაცია თუ, როგორ უნდა მიმართონ ადგილობრივ თვითმართველობებს, ქალაქ თბილისის მერიას იმისათვის, რომ მიიღონ თავშესაფარი.“

ერთ-ერთი სოციალურად დაუცველის კახაბერ ოდიშარიძის განცხადებით მათ დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს მთავრობას, თუმცა უშედეგოდ:  „ჩვენ შუამდგომლობით მივმართეთ პარლამენტს, რომ გამოგვიყონ მიწები, როგორც ეს კარალეთში და გორში მოხდა. კოტეჯებით უზრუნველყოფა სახელმწიფოს ძვირი არ დაუჯდება, ჩვენ ყველაფერზე თანახმა ვართ“. 

ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენლების თქმით, თავშესაფრის არქონა და მიუსაფრობა ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა, რაც დღეისათვის სოციალურად დაუცველ, ღარიბ მოქალაქეებს აწუხებთ. მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები არ ასრულებენ კანონით დაკისრებულ ვალდებულებას, თავშესაფრით უზრუნველყონ უსახლკარო მოქალაქეები, რომლებიც თავის მხრივ, იძულებულნი არიან თვითნებურად დაიკავონ სხვადასხვა შენობები. მსგავსი ქმედებები იწვევს კონფლიქტს მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის, რაც უმეტესწილად, რეპრესიული ზომების გატარებით მთავრდება (გამოსახლება, ჯარიმის დაკისრება და ა.შ.).

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავჯდომარის  ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, ცალსახად გამოიკვეთა საჭიროება, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული გარკვეული თანხა უსახლკაროებისთვის თავშესაფრების  ასაშენებლად: „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ესტუმრა რკინიგზის ყოფილ საავადმყოფოს სადაც,  უსახლკარო მოქალაქეები ცხოვრობენ. მათ აქვთ მთელი რიგი პრობლემები და შესაბამისად, სახელმწიფოს დახმარებას აუცილებლად საჭიროებენ. გარდა ამისა, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, უსახლკარო მოქალაქეები დააკმაყოფილოს თავშესაფრით. ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აქვთ უფლება ეს ადამიანები გამოასახლონ აღნიშნლი შენობიდან, ვიდრე არ მოხდება მათი ალტერნატიული თავშესაფრით უზრუნველყოფა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ  დროა, სახელმწიფო ბიუჯეტში გაითვალისწინონ თანხები დროებითი თავშესაფრებისთვის“. 

საციალურად დაუცველი მოსახლეობა იმედოვნებს, რომ მთავრობა უზრუნველყოფს მათ თავშესაფრით და ზამთარში ღია ცის ქვეშ ცხოვრება არ მოუწევთ.
 
პროექტს - „უფასო იურიდიული დახმარება საქართველოს ღარიბი მოქალაქეებისთვის“, რომლის ფარგლებშიც ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენლები სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრნენ, ახორციელებს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები - „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და ადამიანის უფლებათა ცენტრი. პროექტი ხორციელდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის - „სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის“ პროგრამის მხარდაჭერით. პროექტი დაფინანსებულია, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მეშვეობით.
 

ახალი ამბები