კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები გამგებელს უყურადღებობაში ადანაშაულებენ

22 თებერვალი, 2016
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, სადაც 2015 წლის ბიუჯეტის შესრულებაზე იმსჯელეს, გამგებელი არ ესწრებოდა, რის გამოც საკრებულოს წევრებმა უკმაყოფილება გამოთქვეს.

„სამი კვირით ადრე მივმართეთ გამგეობას, რათა გია გერგიძე დასწრებოდა 2015 წლის ბიუჯეტის განხილვას. ჩვენ გვქონდა კონკრეტული შეკითხვები და მისგან პასუხები გვაინტერესებდა. ამასთან, უნდა დაგვეგეგმა 2016 წლის ბიუჯეტი. თუმცა, გამგებელი, ჩვენი დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, არ მოვიდა“,- აღნიშნა ფრაქცია თავისუფალ-დემოკრატების წარმომადგენელმა, სიმონ ქოჩორაშვილმა.

ქოჩორაშვილის თქმით, მათ სურდათ, გამგებელს ესაუბრა ინფრასტრუქტურულ საკითხებზე, ტენდერებზე, ხელშეკრულებების დადებასა და 2016  წლის ბიუჯეტზე. თუმცა, როგორც საკრებულოს წევრი აღნიშნავს, გამგებელმა მათ თხოვნას ყურადღება არ მიაქცია. 

„გამგებელმა გვითხრა, მოუმზადებლად ნუ გამომიყვანთ, ჩამოვყალიბდები და ისე გაგცემთ პასუხსო. წინასწარ განსაზღვრული კითხვების გარდა სხვა კითხვები რომ გაგვიჩნდეს, შემდეგ ამ კითხვებისთვის უნდა მოემზადოს?!“-განაცხადა სიმონ ქოჩორაშვილმა.

ქოჩორაშვილის თქმით, 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილებებია შესატანი. ამის შესახებ პროტესტი დეპუტატებმა გია შაოშვილმა და დავით ჭუნიაშვილმაც გამოთქვეს. მუნიციპალიტეტის გამგებლის გია გერგიძის თქმით, 2015 წლის ბიუჯეტის განხილვას ყველამ დადებითი შეფასება მისცა და მისთვის გაუგებარია ოპოზიცია რას ითხოვს.

„ფრაქციის წერილი მივიღე. თუმცა,  ბიუჯეტი უკვე განიხილეს, ამიტომ თუ სხვა საკითხები აინტერესებთ, შეუძლიათ, რომ მომმართონ“,- აღნიშნა გია გერგიძემ.

ახალი ამბები