კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის ექიმები მძიმე პაციენტების თბილისის საავადმყოფოებში გადაყვანას ეწინააღმდეგებიან

29 თებერვალი, 2016
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის თქმით, შპს „ჯეოჰოსპიტალსის“ გურჯაანის მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრი და მასთან დაქვემდერბარებული ამბულატორიულ სამსახური სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებით კარგად მომზადებული არ არის.  მიუხედავად იმისა, რომ  საავადმყოფოს არა აქვს შესაბამისი ლაბორატორია (H1N1) ვირუსის დასადგენად, გრიპის ვირუსით შესულ მძიმე პაციენტებსთბილისში სამკურნალოდ  გადაყვანაზე უარს ეუბნებიან. 

2016 წლის 11 თებერვალს გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ მრავალპროფილიან ცენტრში 33 წლის მამაკაცი გრიპის ვირუსით გარდაიცვალა. იგი 2 თებერვალს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მაღალი ტემპერატურით საავადმყოფოში გადაიყვანა. პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. 11 თებერვალს კი, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

6 თებერვალს ადამიანის უფლებათა ცენტრს დახმარებისთვის მიმართა პაციენტის ოჯახის ახლო ნათესავმა. მისი თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს დედა გარდაცვლილი ჰყავდა, მამა მოტეხილობით იმავე საავადმყოფოში იწვა. პაციენტის ძმა კი მოითხოვდა მის გადაყვანას თბილიში, რათა დაედგინათ იყო თუ არა მისი ძმა ვირუსით დაავადებული, თუმცა მას უარი უთხრეს.

7 თებერვალს humanrights.ge -სთან საუბარში გურჯაანის მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრის ჰოსპიტალური დეპარტამენტის დირექტორმა, რამაზ თევზაძემ განმარტა, რომ პაციენტს თბილისში არ გადაიყვანენ, რადგან გურჯაანშიც სწორად მკურნალობდნენ. თუმცა, მისი თქმით, თუ ოჯახის წევრების მოთხოვნა იქნება, მას აუცილებლად გადაიყვანენ თბილისში. 

გარდაცვლილის ძმა, მ.ყ. ირწმუნება, რომ ის დაჟინებით მოითხოვდა, ძმის გადაყვანას თბილისში, რაზეც გურჯაანის საავადმყოფოში უარი უთხრეს. 

„ჩემი ძმა ღორის გრიპით გარდაიცვალა, ეს დიაგნოზი ხელოვნურ სუნთქვაზე რომ გადაიყვანეს, მაშინ დაუდგინეს ექიმებმა. ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, არ გამოგვიყვეს მანქანა, რათა გადაგვეყვანა პაციენტი თბილისში. გვითხრეს, გზაში მოგიკვდებათო. დროულად რომ მოეცათ ნება მისი გადაყვანის, ახლა ჩემი ძმა ცოცხალი იქნებოდა“,- აღნიშნა გარდაცვლილის ძმამ.

2016 წელს გურჯაანის მრავალპროფილიან სამედიცინო ცენტრში გრიპის ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა არაა, 21 იანვარს აღნიშნულ სამედიცინო ცენტრში 45 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, მამაკაცს ექიმებმა ზუსტი დიაგნოზი დროულად ვერ დაუდგინეს, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.
როგორც გარდაცვლილის შვილი ამბობს, მამამის ვირუსი ჰქონდა. ექიმმა კი უთხრა, საშიში არაფერიაო.
აღნიშნული ფაქტის გასარკვევად humanrights.ge–მ  გურჯაანის საავადმყოფოს დირექტორს, რუსუდან კუპატაშვილს მიმართა. იგი ჟურნალისტის კითხვებით გაღიზიანდა და აღნიშნა, რომ საავადმყოფო გრიპთან საბრძოლვევლად მომზადებულია, საუბრის გაგძელება კი არ ისურვა.

გრიპის ვირუსით გარდაიცვალა 30 წლის ახალგაზრდა ქალიც, რომელიც 21 იანვარს მოათავსეს საავადმყოფოში. ოჯახის წევრების მოთხოვნის მიუხედავად, იგი თბილისში არ გადაიყვანეს. რადგან გარდაცვლილის დედა საავადმყოფოს ადმინისტრაციასთან ვერაფერს გახდა, საქმეში ჩაერთო გარდაცვლილის ძმა, რომელიც უკრაინიდან ჩამოვიდა, რათა დის თბილისში გადაყვანა მოეთხოვა. 

„ვთხოვდი, ფულს მე გადავიხდი, ოღონდ დროულად იღონეთ რამე-მეთქი. დილის 9 საათიდან 5 საათამდე ველოდებოდი რეანომობილს. თბილისში კი გადავიყვანეთ, მაგრამ მისი მდგომარეობა გაუარესებული იყო და 10 თებერვალს იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა“,- აღნიშნა გარდაცვლილი ქალის ძმამ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში გრიპით ინფიცირებული მოქალაქეების მაჩვენებელი გაიზარდა. მისი თქმით, იანვარში გურჯაანსა და თელავში, სავარაუდოდ, ე.წ. „ღორის გრიპით“ გარდაიცვალა 2 მამაკაცი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში აცხადებენ, რომ გარდაცვალილების ინფიცირება (H1N1) ვირუსით ლაბორატორიულად არ არის დადასტურებული, გარდაცვალების დიაგნოზი იყო სუნთქვის უკმარისობა.

ახალი ამბები