კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში - „შეწყალების უფლებამოსილება - ქართული მოდელი და საერთაშორისო გამოცდილება“

2 მარტი, 2016
 
29 თებერვალს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ადამიანის უფლებათა ცენტრმა წარმოადგინა კვლევის ანგარიში - „შეწყალების უფლებამოსილება - ქართული მოდელი და საერთაშორისო გამოცდილება“.  ადამიანის უფლებათა ცენტრმა, შეწყალების უფლებამოსილების კვლევის ფარგლებში, შეისწავლა როგორც ქართული მოდელი, ისე სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკა.

კვლევის პერიოდში ადამიანის უფლებათა ცენტრმა შეწყალების კომისიის წევრებთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, აკადემიური წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სისხლის სამართლის პრაქტიკოს ადვოკატებთან ერთად, გამოკვეთა პრობლემური საკითხები. შედარებითი სამართლის სპეციალისტმა შეისწავლა პოლონეთის, ჩეხეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, ხორვატიის, ირლანდიის, ავსტრიის, უნგრეთისა და აშშ-ის შეწყალების მექანიზმის მოდელები. კვლევაში, ასევე, განხილულია რამდენიმე სხვა ქვეყნის საინტერესო გამოცდილება.

შემდეგ ეტაპზე, ადამიანის უფლებათა ცენტრმა ძირითად აქტორებს გააცნო კვლევის შედეგები, რა დროსაც გამოთქმული მოსაზრებები დამატებით გაითვალისწინა და რიგი საკითხებისა კიდევ უფრო დააზუსტა.

კვლევის შედეგების თანახმად, მართალია, შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური კონსტიტუციური პრეროგატივაა, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც საჭიროებს შესაბამის საკანონმდებლო რეგლამენტაციას, რათა შეწყალების პროცედურები იყოს უფრო გამჭვირვალე და გასაგები მოქალაქეებისათვის, განსაკუთრებით - მსჯავრდებულთათვის. 

კვლევამ აჩვენა, რომ ვინაიდან საქართველოს კონსტიტუცია შეწყალების უფლებამოსილებას ექსკლუზიურად ანიჭებს სახელმწიფოს მეთაურს - პრეზიდენტს, დადებითად უნდა ჩაითვალოს შეწყალების ინსტიტუტის ისეთი მოდელის არსებობა, როდესაც პრეზიდენტი ქმნის სათათბირო ორგანოს - შეწყალების საკითხთა კომისიას, რომელიც მას აწვდის რეკომენდაციას მსჯავრდებულთათვის შეწყალების თხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის თაობაზე. აღნიშნული მოდელი საკმაოდ დემოკრატიულია, მაგრამ იგი საჭიროებს გაუმჯობესებას, რათა მსჯავრდებულებს და საზოგადოებას არ დარჩეს ბუნდოვანებისა და არაობიექტურობის განცდა პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტის გამოცემისას.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს შეწყალების მექანიზმის გამჭვირვალე და ეფექტურ ფუნქციონირებას.


ახალი ამბები