კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბუნებრივი აირის აფეთქებამ 7 წლის ბავშვის ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა

9 მარტი, 2016
 
 
ეკა ბრეგვაძე, კახეთი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში მომხდარმა ბუნებრივი აირის აფეთქებამ 7 წლის ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. ადგილობრივების თქმით, ბავშვი სახლში მარტო იმყოფებოდა, როდესაც გაზქურაზე მდგარი ჩაიდნიდან წყალი გადმოვიდა, გაზის ქურა ჩააქრო და ბუნებრივი აირი ოთახში დაგროვდა. ადგილობრივებისვე თქმით, აფეთქება ოთახში შუქის ჩართვამ გამოიწვია. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურები, ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ კომპანია სოკარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა Humanrights.ge -ს  განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

ფაქტზე გამოძიებას სიღნაღის რაიონული სამმართველო აწარმოებს. დანიშნულია ექსპერტიზა. ბავშვის გარდაცვალების  ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

ახალი ამბები