ეკა ბრეგვაძე, კახეთი
„ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი, პანკისელი თარხან ბათირაშვილი იგივე - ომარ ალ-შიშანი მძიმედ დაიჭრა და რაქას საავადმყოფოში მკურნალობს. ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანეთში დაფუძნებულმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, Syrian Observatory for Human Rights, გაავრცელა.
მათი ინფორმაციით, 4 მარტს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად, რომლის სამიზნეც ჯიჰადისტების ესკორტი იყო, დაიღუპა ომარ ალ-შიშანის დაცვა, თავად კი მძიმედაა დაჭრილი.
სადამკვირვებლო ორგანიზაციის ინფორმაციითვე, თარხან ბათირაშვილი რაქას საავადმყოფოში მკურნალობს, მას მკურნალობის კურსს ევროპელი წარმოშობის ჯიჰადისტი ექიმი უტარებს.