05:06, Sunday, 06.12.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სახალხო დამცველი კონფლიქტის ზონაში პატიმართა გათავისუფლებას მიესალმება

11.03.2016

 
Ombudsman.ge

2016 წლის 10 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებებმა მიაღწიეს შეთანხმებას პატიმართა გათავისუფლების თაობაზე პრინციპით „ყველა ყველაზე“. ამ ნაბიჯით შესაძლებელი გახდა რამდენიმე პირის გათავისუფლება, რომელთაც წლებია უკანონოდ ჰქონდათ თავისუფლება აღკვეთილი ცხინვალისა და სოხუმის ციხეებში. 

როგორც ოსი, ისე ქართველი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები რეგულარულად მიმართავდნენ სახალხო დამცველის აპარატს, ატყობინებდნენ მათი მძიმე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობის, საპატიმროში გაუსაძლისი პირობებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ და ითხოვდნენ მხარეების ურთიერთშეთანხმებით, პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლებას.

სულ 18 პატიმარი გათავისუფლდა, მათ შორის 4 გაათავისუფლა ქართულმა მხარემ, 10 სოხუმის და 4 ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლებებმა.

დაკავებულთა და პატიმართა გათავისუფლება შეიარაღებული კონფლიქტების და მის შემდგომ პერიოდში მიღებული პრაქტიკაა. 2008 წლის ომის დროს, ქართველი სამხედროების გასათავისუფლებლად, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციას სამშობლოს ღალატში ბრალდებული, უვადო პატიმარი გენერალი რომან დუმბაძე გადასცა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზზე გახშირებული დაკავებების ფონზე, 2010 წელს მაშინდელი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის თომას ჰამარბერგის შუამავლობით, მხარეებმა 6-6 პირი გაათავისუფლეს. 2013 წლის თებერვალში საქართველოს ციხეებიდან ამნისტიის შედეგად ეროვნებით ოსი სამი პატიმარი გათავისუფლდა, რის პასუხადაც ცხინვალის დე-ფაქტო პრეზიდენტმა სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციის ყოფილი ეკონომიკის მინისტრი თეიმურაზ ჯერაპოვი შეიწყალა.

2014 წელს სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში მიუძღვნა დაკავებულთა მდგომარეობას და მოუწოდა ხელისუფლებას „გამონახოს გზები დაკავებულთა და პატიმართა გასათავისუფლებლად, რომელიც შესაძლოა იყოს გათავისუფლება – „ყველა ყველაზე“, ვადაზე ადრე გათავისუფლების, ამნისტიის ან შეწყალების გზით.“ საკითხის შესწავლაში აქტიურად იყო ჩართული სახალხო დამცველთან არსებული ოსური ფორუმი და საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები.

სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს და დეფაქტო ხელისუფლებებს შორის დაწყებულ დიალოგს პატიმართა გათავისუფლების საკითხზე და მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი მხარეებს შორის ნდობის აღდგენას და შემდგომ სტაბილურობას შეუწყობს ხელს. თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით და საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია ყველა ღონეს მიმართოს ამ უფლების დასაცავად. 

სახალხო დამცველი მოუწოდებს დიალოგში ჩართულ მხარეებს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები განხილვის მუდმივ თემად აქციონ და დღევანდელი დადებითი პრაქტიკა განავრცონ მოქალაქეთა გადაადგილების თავისუფლების დაცვაზეც. დაკავებები გამყოფ ხაზზე გაუსაძლის ხდის ადგილობრივი მოსახლეობის ყოფას და ზრდის მათში რადიკალურ განწყობებს, რაც დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის ერთ–ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს. ამის თავიდან ასაცილებლად, მხარეები უნდა შეთანხმდნენ ისეთ მექანიზმებზე, რომლებიც უზრუნველყოფს გამყოფ ხაზზე დაკავებების მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრას და ამით, დაიცავს მოსახლეობის უფლებებსა და უსაფრთხოებას.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დაკარგეთ თუ არა სამსახური?
დიახ არა

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC