კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქალაქ გორის საკრებულოს თავმდჯომარემ გადაწყვეტილება შეცვალა

16 მარტი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ქ. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მისი თანაშემწის ნათია ომაძის გათავისუფლება და მის ადგილზე ირაკლი ოქრუაშვილის დანიშვნა გადაიფიქრა, ამის შესახებ ჟურნალიტებს საკრებულოს თავმჯდომარემ, ილია მეტრეველმა განუცხადა.

ნათია ომაძის განცხადებით, საკრებულოს თავმჯდომარე ილია  მეტრეველმა მას ორჯერ სთხოვა, პირადი განცხადება დაეწერა გათავისუფლების შესახებ, სანაცვლოდ კი, სხვა ადგილზე დანიშნავდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნათია ომაძემ თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსი საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის ვაკანსიაზე გაიარა.

„საკრებულოს თავმდჯომარემ დამიბარა და მითხრა, რომ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება უნდა დამეწერა. თუმცა, ვუთხარი, რომ განცხადების დაწერას არ ვაპირებდი და მას ჰქონდა უფლებამოსილება ბრძანება გამოეცა ჩემი გათავისუფლების შესახებ. სავარაუდოდ, ბრძანებას დაწერენ და გამათავისუფლებენ, თუმცა რა მოტივით, ჩემთვის უცნობია. ამ ფაქტთან დაკავშირებით ვაპირებ, სამართლებრივი დავა წამოვიწყო და ჩემი უფლებები დავიცვა“,- აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწემ, ნათია ომაძემ.

11 მარტს საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველი მართლაც გეგმავდა ბრძანებით ნათია ომაძის გათავისუფლებას. ეს ინფორმაცია თავადვე დაადასტურა და აღნიშნა, რომ ირაკლი ოქრუაშვილზე უკეთესი მრჩეველი მას არ ეგულება. თუმცა, 15 მარტს ილია მეტრეველმა humanrights.ge -სთან საუბარში აღნიშნა, რომ მის მიერ ოთხი დღის წინ გაკეთებული განცხადება შეცდომა იყო და გადაწყვეტილება შეცვალა.

„გავითვალისწინე ის გარემოება, რომ ნათია ომაძემ თვითმმართველობის კონკურსი თანაშემწის სპეციალობით გაიარა. ამის გათვალისწინებით, ბრძანებაზე ხელი არ მომიწერია“,- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

საკრებულოს თავმდჯომარის თანაშემწედ დანიშვნის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ირაკლი ოქრუაშვილმაც დაუდასტურა და აღნიშნა, რომ თუ ვინმე უფლებაშელახულად გრძნობდა თავს, სასამართლოსთვის მიემართა. თუმცა, ეს განცხადება რამდენიმე საათში შეცვალა და აღნიშნა, რომ იგი არავის ადგილის დაკავებას არ აპირებს.

საკადრო ცვლილებები ქ. გორის საკრებულოს დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც საკრებულოს თავმჯდომარის და მისი მოადგილის იმპიჩმენტი მოხდა. ფარული კენჭისყრის შედეგად, ახალ თავმჯდომარედ ,,ირაკლი ოქრუაშვილი ქართული პარტიის" წევრი ილია მეტრეველი აირჩიეს. ილია მეტრეველმა ყოფილი თავმჯდომარის თანაშემწეების ნათია ომაძის და გიორგი აფციაურის ნაცვლად მისი პარტიის ლიდერების ირაკლი ოქრუაშვილის და კახა ერგემლიძის დანიშვნა დააანონსა, თუმცა გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში შეცვლა. ილია მეტრეველის განცხადებით, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მის მრჩევლად დაინიშნება. 

ახალი ამბები