კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შეხვედრა პანკისელ ქალებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან

17 მარტი, 2016
 
15 მარტს პანკისის ხეობის სოფელ დუისში, პანკისის სათემო რადიოს ოფისში, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ხეობაში მცხოვრებ ქალებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა პროექტის -„ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში“ შესახებ. 

პროექტი მიზნად ისახავს, სტრატეგიული სამართალწარმოების გზით, მოწყვლადი ჯგუფების, ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ხელშეწყობას საქართველოს რეგიონებში, კერძოდ - ქვემო ქართლსა და კახეთში. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ფილიალის კოორდინატორმა, ლია ხუროშვილმა და პროექტის უფროსმა იურისტმა თამარ ავალიანმა პანკისის ხეობის მაცხოვრებლებს მიაწოდეს ინფორმაცია პროექტით გათვალისწინებული სამართლებრივი დახმარების თაობაზე.  

შეხვედრაში მონაწილე ქისტებმა აღნიშნეს, რომ მათი მთავარი პრობლემა არის უმუშევრობა. გამოითქვა მოსაზრება, რომ ქალებს განსაკუთრებით უჭირთ სამუშაოს მოძებნა, რაც ზოგჯერ გამოწვეულია თემის ტრადიციებთან კონფლიქტით, კერძოდ - სტერეოტიპული შეხედულებით, რომ ქალის საქმიანობა უნდა შემოიფარგლებოდეს ოჯახით და შვილების გაზრდით. 

სოფელ დუისის რწმუნებულმა თამარ მარგოშვილმა ისაუბრა თავის გამოცდილებაზე, რომ საატესტაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარების მიუხედავად, პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს ზოგიერთი წევრისგან გარკვეული ბარიერები შეხვდა თანამდებობაზე დანიშვნის პროცესში. 

საუბარი ასევე შეეხო პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ქისტების დევნასა და შევიწროებას ეთნიკურ ნიადაგზე და ქალთა პრობლემებს, როგორიცაა: ნაადრევი ქორწინება, მემკვიდრეობის გადაცემისას ქალთა დისკრიმინაცია და ა.შ. აღინიშნა, რომ პანკისის ხეობაში ფეხმოკიდებულია ჩვეულებითი სამართალი, რაც ხორციელდება შარიათის სამართლით და პანკისის ხეობის უხუცესთა დაუწერელი ნორმებით. მაგალითად, ითქვა, რომ წარსულში იყო შემთხვევა, როცა არასრულწლოვანი გოგონას გათხოვების მიზნით გატაცების საქმე განიხილა შარიათის სასამართლომ და დააჯარიმა გამტაცებელი. 

შეხვედრას ესწრებოდნენ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, კახეთის სათემო რადიოსა და სამოქალაქო აქტივობების ცენტრის წარმომადგენლები. 

როექტი ხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის (Prolog) მეშვეობით.  

ახალი ამბები