კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანელი პოლიტიკოსები NDI-ს კვლევას აფასებენ

19 აპრილი, 2016
 
ეკა ბრეგვაძე, კახეთი 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს გურჯაანში არსებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.  NDI-ს კვლევის კვლევის გამოქვეყნების შემდეგ პოლიტიკური პარტიების გარკვეულ ნაწილს არჩევნებში გამარჯვებაში ეჭვი აღარ ეპარება. 

„ამ ხელისუფლებამ ყველა რესურსი გაფლანგა, ამომრჩეველი ჩვენკენ გადმოიხრება და ოქტომბერში ხელისუფლების სათავეში კვლავ ჩვენ მოვალთ. ნაციონალური მოძრაობა არის რეალური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს. კვლევას ვენდობით და შედეგები ჩვენთვის მისაღებია“,- აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის ოფისის წარმომადგენელმა, ნიკა ნიჟარაძემ.

ხელისუფლების შეცდომებით ხსნიან NDI-ს  კვლევის შედეგებს „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები. პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები NDI-ს კვლევებს  ენდობიან, თუმცა წარმოუდგენლად მიაჩნიათ, ცხოვრების დონის გაუარესება, როცა საზოგადოებას ამდენი რამ გაუკეთეს. 

„მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგებს ბევრ რამეში ვეთანხმებით, ბევრი ინფორმაცია არასწორია. ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ, მათ შორის შენგენის ქვეყნებთან ვიზების გამარტივება. ამასთან, რაც შეეხება ჩვენს მუნიციპალიტეტს, სრულად გავანათეთ, კაჭრეთის ზონაში სასმელი წყალი გამოვიყვანეთ სოფელ ჭერემიდან, სადაც საჭირო იყო ასფალტი დავაგეთ და ჭაბურღილები გავაკეთეთ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა თეიმურაზ ზარდიაშვილმა.
გურჯაანში რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ზვიად ყვირალაშვილი კი NDI-ს კვლევებზე მეტად ამომრჩეველს ენდობა. 

რაც შეეხება ლეიბორისტულ პარტიას, მისი წარმომადგენელი ჯემალ სეფიაშვილი აცხადებს, რომ NDI-ს კვლევა ხალხის გაჭირვების ანარეკლია, გამოსავალი კი მისი აზრით, ლეიბორისტული პარტიის ხელისუფლებაში მოსვლაა.

ახალი ამბები