კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარტნიორობა „თავისუფალი არჩევნისთვის“ მიმართვა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე

22 მარტი, 2016
 
პარტნიორობა „თავისუფალი არჩევნისთვის“ შემავალი ორგანიზაციები: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია, საზოგადოებრივი დამცველი, საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, მრავალეროვანი საქართველო ეთანხმებიან ვენეციის კომისიის და ODIHR–ის ერთობლივ დასკვნაში გამოთქმულ რეკომენდაციებს საარჩევნო რეფორმის მომავალში უკეთ გახორციელების თაობაზე; ასევე, მიიჩნევენ, რომ დასკვნაში მითითებული ხარვეზები გამომდინარეობს კონსულტაციებში ყველა დაინტერესებული პირის ნაკლები ჩართულობიდან, რამაც დააზიანა პროცესის ინკლუზიურობა.

პარტნიორობა “თავისუფალი არჩევნისთვის“ ჩართული ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ პროცესი მართლაც არ იყო გამჭვირვალე, რის შესახებაც არაერთხელ მოვუწოდეთ ხელისუფლებას, მაგრამ - უშედეგოდ; მიგვაჩნია, რომ აუცილებელი იყო, შექმნილიყო საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფი საზოგადოების ფართო მონაწილეობით. ვენეციის კომისიის დასკვნიდანაც კარგად ჩანს, რომ ამგვარი - გაფართოებული ფორმატის ჯგუფის შექმნა პროცესების გამჭვირვალობის, მაქსიმალური კონსენსუსისა და პასუხისმგებლობის გადანაწილებისთვის დღესაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

თუ რა შეიძლება მოჰყვეს გაუმჭვირვალე პროცესებს, ამის ნათელი მაგალითია დაგეგმილი ცვლილებები: პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში, რომლის თანახმად, მაუწყებლობაზე ავტორიზებული ლიცენზირებული ტელემაუწყებელი ვალდებულია, პროგრამები განათავსოს მხოლოდ სახელმწიფო ენაზე. 

აღნიშნული რედაქციის საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში, განსაკუთრებით პრობლემური გახდება ეთნიკური უმცირესობების ინფორმირება. საგულისხმოა, რომ სამცხე-ჯავახეთში სამი ქართულ-სომხურენოვანი, ხოლო ქვემო ქართლში სამი აზერბაიჯანულ-ქართულენოვანი ადგილობრივი მაუწყებელია.

მიგვაჩნია, რომ ამ ცვლილებით აშკარად იზღუდება უმცირესობების უფლებები და საქართველოს მოქალაქეები, განსაკუთრებულად მნიშვნელოვან - საარჩევნო  პერიოდში, რჩებიან საინფორმაციო ველის მიღმა, რაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს სახელმწიფოებრივ ინტერესებს.

პარტნიორობა „თავისუფალი არჩევნისათვის“ შექმნის მიზანია, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო გარემოში ჩატარებას. 

პარტნიორობა „თავისუფალი არჩევნისათვის“ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, შეიმუშავებს და საზოგადოებას წარუდგენს რეკომენდაციებს; განახორციელებს საარჩევნო პერიოდში მედიის მუშაობის მონიტორინგს; საჭიროების შემთხვევაში, მოახდენს ახალი რეგულაციების ინიცირებას; განახორციელებს წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს; საქართველოს მასშტაბით, ადგილობრივ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებთან თანამშრომლობით, შექმნიან ერთიან ქსელს, რაც წინასაარჩევნო და არჩევნების დღეს ინფორმაციის ოპერატიულად მიღებისა და მასზე რეაგირების შესაძლებლობას გაზრდის; პარტნიორობა „თავისუფალი არჩევნისათვის“ ითანამშრომლებს საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარესთან.

პარტნიორობა “თავისუფალი არჩევნისთვის“
საკონტაქტო ინფორმაცია:
 სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი (კონსტანტინე კანდელაკი -599157922);
 საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (ნათია კუპრაშვილი -55536132);
 საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრი (ია მამალაძე - 599 375 373);
 საზოგადოებრივი დამცველი (ირინა ფუტკარაძე - 599618229);
 კონსტიტუციის 42-ემუხლი (ელენე ფილეევა -599502873);
 ადამიანის უფლებათა ცენტრი (ალეკო ცქიტიშვილი - 599 906094);
 მრავალეროვანი საქართველო (არნოლდ სტეპანიანი - 571959565).

საკონტაქტო ელ-ფოსტა: <80>georgian.ngocoalition@yahoo.com; ia@gurianews.com; 

ახალი ამბები