კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი საფლავების მონახულების საკითხი კვლავ გაურკვეველია

25 აპრილი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

20 აპრილს ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“  რიგით  65-ე შეხვედრზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა სააღდგომო დღესასწაულის დღეებში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დევნილებისთვის  ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი საფლავების და სალოცავების მონახულების მიზნით გადაადგილების უზრუნველყოფის საკითხი დააყენეს.   

,,დე-ფაქტო ხელისუფლების და საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებთან ერთად ვისაუბრეთ იმაზე, რომ აღდგომის დღესასწაულზე ჩვენს მოქალაქეებს მიეცეს შესაძლებლობა, დაუბრკოლებლად მოინახულონ მათი წინაპრებისა და ახლობლების საფლავები“, -  განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა  დავით ბერაიამ.

საქართველოს ხელისუფლება უკვე მერვე წელია, აღდგომის დღესასწაულზე დევნილების გადაადგილების საკითხს სვამს, თუმცა უშედეგოდ. მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები წინააღმდეგი არ არიან, მოსახლეობამ ვერც ერთხელ ვერ შეძლო აღდგომის დღეებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა.

,,საქართველოს მოქალაქეებს ჩვენს ტერიტორიაზე გადაადგილება, ოფიციალურად, გამშვები პუნქტების მეშვეობით შეეძლებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დააკავებენ”, - აღნიშნა ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენელმა, დავით სანაკოევმა.

ერგნეთში გამართული ბოლო შეხვედრიდან, 20 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს 13 მოქალაქე დააკავეს ე.წ. „საზღვრის“ უკანონო გადაკვეთის ბრალდებით. ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლის, დავით ბერაიას განცხადებით, 11 მათგანი უკვე გათავისუფლებულია.  მისვე თქმით, ცხინვალის იზოლატორში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებასთან ერთად შეხვედრაზე ასევე ე.წ. „საზღვრის“ სადერმაკაციო სამუშაოები კიდევ ერთხელ გააპროტესტა.
 

ახალი ამბები