კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„დიდი გამოძიება“ - ფილმის ჩვენება გაიმართა

26 აპრილი, 2016
 
ქრისტინე პახომოვი

20 აპრილს ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისში არასამთავრობოორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის- „დიდი გამოძიება“ - პრეზენტაცია გაიმართა. ფილმში აღწერილია 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგები. ფილმი არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი პროცესისა, რომელიც საფუძვლად დაედო ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, გამოიძიოს 2008 წელს განვითარებული მოვლენები, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

„2015 წლის 5 მარტს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ჰააგის სასამართლოს აცნობა, რომ წყვეტს გამოძიებას. სწორედ ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ჩაერთო ამ პროცესში“, - აღნიშნა შეხვედრის მიმდინარეობისას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა, თამარ აბაზაძემ.

„ფილმზე მუშაობისას, მოსახლეობას განსაკუთებული სიფრთხილით ვაცნობდით მიზანს. ამბობდნენ, რომ ჩვენთან საუბრისას თავიდან განიცადეს ომის სიმწვავე.

ვერცერთი მათგანი ცრემლების გარეშე ვერ იხსენებს განვლილს. ამიტომ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ კიდევ ერთხელ არ გაუცრუვდებათ იმედი და დამნაშავე პირები პასუხისგებაში მიეცემიან“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსმა თამარ ავალიანმა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები. ჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართა პროცესში მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და მათ შორის, ვინც ფილმი პირველად ნახა.

„პირველად 2010 წელს ჩავედით კონფლიქტისპირა რეგიონში. ჭრილობები შედარებით მოუშუშებელი იყო. კადრებში კარგად ჩანს მძიმე სიტუაცია, რაც იქ სუფევდა. დიდი იმედით შესცქერიან ამ საგამოძიებო პროცესს და მეც და მთელ ჩვენს ჯგუფს დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი ობიექტურად წარიმართება“, - განაცხადა პრეზენტაციაზე ფილმის ავტორმა, გიორგი ჯანელიძემ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის თქმით, აღნიშნული გამოძიება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ჰააგის სასამართლოსთვისაც მნიშვნელოვანია.

„გვინდოდა, რომ დღევანდელი პრეზენტაცია- დისკუსია ყოფილიყო სამუშაო შეხვედრის ფორმატში. რადგან ჩვენ კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს ფიქრი, თუ რით უნდა შევუწყოთ ხელი გამოძიებას და როგორ დავიცვათ დაზარალებულთა ინტერესები“, - აღნიშნა პრეზენტაციის დასასრულს ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა.
 

ახალი ამბები