კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანის თვითმმართველობაში 132 000 ლარი სააღდგომო პრემია გამოიყო

3 მაისი, 2016
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში დასაქმებულთათვის სააღდგომოდ 132 000 ლარის პრემია გამოიყო. აღნიშნულის შესახებ humanrights.ge-ს თვითმმართველობის საფინანსო სამსახურის უფროსმა ნატო გონგაძემ განუცხადა.

„ადგილობრივი ბიუჯეტიდან მთლიანობაში საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომელთა პრემიისთვის 132 000 ლარი დაიხარჯება“, - განაცხადა გონგაძემ.

როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, გია ამისულაშვილმა humanrights.ge-ს განუცხადა, საკრებულომ 35 000 ლარი პრემიის სახით უკვე გასცა. საკრებულოს ყველა თანამშრომელმა ხელფასის ოდენობის პრემია მიიღო.

„ჩვენ ორჯერადად გვაქვს პრემია ჩასმული - სააღდგომოდ და საშობაოდ. წელს პირველად გაიცა სააღდგომო პრემიები ერთი თვის ხელფასის სახით, ყველა თანამშრომელზე“, -განაცხადა გია ამისულაშვილმა.

საკრებულოს წევრის ნიკა ნიჟარაძის აზრით, პრემიას ყველა თანამშრომელი არ უნდა იღებდეს.

„თუ ადამიანი ნამდვილად შრომობს, მან უნდა მიიღოს პრემია როგორც საახალწლო, ასევე სააღდგომო, მაგრამ გამგეობა შრომობს?! თანამდებობის პირები, შესრულებული სამუშაოს გათვალისწინებით, პრემიებს არ იმსახურებენ“, - აღნიშნა ნიჟარაძემ.
 

ახალი ამბები