კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ძლიერმა სეტყვამ კახეთი დააზარალა

8 მაისი, 2016
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

გუშინ საღამოს მოსულმა სტიქიამ კახეთში მოსახლეობას დიდი ზარალი მიაყენა. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში სეტყვამ რამდენიმე ჰექტარი ვენახი და ერთწლოვანი კულტურები გაანადგურა. ადგილობრივების თქმით, სეტყვისგან მიყენებული ზარალი საკმაოდ მაღალია. ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

”80%-ით გამინადგურდა ვენახი. ჩემ გარშემო 300 ჰექტარია განადგურებული. რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი დგას, თუმცა ის ამ დრომდე არ გამოუყენებიათ. დანადგარი რომ გამოეყენებინათ, ამხელა ზარალს აღარ მივიღებდით. ახლა ვაზს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, ხელისუფლება თუ არ დაგვეხმარა, მარტო ჩვენ ვერაფერს გავხდებით”, - ამბობს ელგუჯა სამნიაშვილი.

როგორც humanrights.ge-ს ველისციხეში გამგებლის წარმომადგენლმა, ნუკრი ბახლიშვილმა განუცხადა, მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა დაითვლება და ამის შემდეგ გადაწყდება, რა სახის დახმარება გაეწევა მათ. 

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო ხუციშვილის ინფორმაციით, სოფელ გავაზში სიტუაციას კომისია ადგილზე შეისწავლის და მიყენებული ზარალის ოდენობას დაითვლის. 

ახალი ამბები