o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "humanrights.ge"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;eo;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "humanrights.ge"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e" />
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გათავისუფლებული მსჯავრდებული სასჯელაღსრულების სამინისტროსგან ზარალის კომპენსაციას ითხოვს

10 მაისი, 2016
 
 
ხვალ, 11 მაისს, 12:00 საათზე საინფორმაციო სააგენტო PIA-ს პრესკლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრი აწყობს პრესკონფერენციას წამების მსხვერპლი ყოფილი მსჯავრდებულის, თამაზ რასოიანის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტროსგან ზარალის ანაზღაურებას - 500 000 ლარს ითხოვს. პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს თამაზ რასოიანი, რომელიც ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით 5 მაისს განთავისუფლდა სასამართლო სხდომიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 5 მაისს დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის შუამდგომლობა თამაზ რასოიანისათვის სასჯელის აღსრულების გადავადების თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის საფუძველზე, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო. თამაზ რასოიანი სასამართლო სხდომის დარბაზიდან განთავისუფლდა.  

თამაზ რასოიანმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 12 წელი გაატარა. ამ წლების განმავლობაში იგი არაერთხელ დაექვემდებარა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, რის გამოც მას განუვითარდა სხვადასხვა მძიმე დაავადებები. ადამიანის უფლებათა ცენტრის არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, სასჯელაღსრულების სამინისტრო უარს აცხადებდა წამების მსხვერპლი მსჯავრდებულის განთავისუფლებაზე მიუხედავად იმისა, რომ მისი დიაგნოზი შეესაბამებოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალს, რაც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველს. შედეგად, სხვა მძიმე დაავადებების გართულების გარდა, თამაზ რასოიანს მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა და შეექმნა ორივე თვალით სრულად დაბრმავების საფრთხე. იგი საჭიროებს გადაუდებელ ოპერაციულ მკურნალობას, რაც მკურნალი ექიმის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, პენიტენციური სისტემის პირობებში ვერ განხორციელდებოდა. 

მნიშვნელოვანია, რომ თამაზ რასოიანი 2013 წლის 17 მაისს ცნობილ იქნა დაზარალებულად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #6 დაწესებულების თანამშრომლების მიერ ამავე დაწესებულების პატიმართა წამების ფაქტზე. დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განხორციელდა თამაზ რასოიანის ცემა და წამება, რის შედეგადაც დაზარალებულს მიყენებული აქვს ფიზიკური და მორალური სახის ზიანი. 

თამაზ რასოიანი 2006 წლის ორთაჭალის ციხის ბუნტის მოწმეა. მისი ჩვენება ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2012 წლის 15 ოქტომბერს გამოაქვეყნა და პროკურატურას მოუწოდა, შეესწავლა მის მიერ გადმოცემული ინფორმაცია.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან ცემა-წამებაში დაზარალებულად ცნობილ თამაზ რასოიანის  საქმეზე  სასამართლოს სარჩელით მიმართა, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. მსჯავრდებული ითხოვს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაეკისროს ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურება - 500 000 ხუთასი ათასი ლარის ოდენობით. სასამართლო განხილვა 18 მაისს იწყება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი 

ახალი ამბები