o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "humanrights.ge"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e" />
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირაკლი ალასანია ირაკლი ოქრუაშვილის გუნდს დაუპირისპირდა

11 მაისი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

6 მაისს გორის საკრებულოს სხდომაზე პარტია „თავისუფალი დემოკრატები“-ს წევრ, თამარ თედლიაშვილის მხარდასაჭერად ამავე პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი ალასანია დაესწრო. საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთი საკითხი თამარ თედლიაშვილის სამანდატო-საპროცედურო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან იმპიჩმენტი იყო. საკრებულოს სხდომაზე პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ქართული ოცნება და ოქრუაშვილის გუნდი პოლიტიკურ რევანშში დაადანაშაულა.

„ჩვენი პარტიის წევრის გადაყენება პოლიტიკური ნიშნით ხდება, ამიტომ ვარ დღეს აქ. ეს არის პოლიტიკური რევანში, რომელიც „თავისუფალი დემოკრატების“ წინააღმდეგ არის მიმართული“,- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას ბრალდებები არ მოუსმენია ირაკლი ოქრუაშვილს, რადგან იგი სხდომაზე მას შემდეგ მივიდა, რაც გორის ადმინისტრაციული შენობა ირაკლი ალასანიამ დატოვა. ირაკლი ოქრუაშვილი საკრებულოს სხდომაზე რამდენიმე წუთით მივიდა, თუმცა მას ალასანიას ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა განსახილველი საკითხებიდან იმ საკითხებს არ დაუჭირეს მხარი, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლის, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ იყო ინიცირებული. ამის მიზეზად კი ამ საკითხების ტექნიკური გაუმართაობა დაასახელეს.

საკითხების ჩავარდნის გამო საკრებულოს სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა ოქრუაშვილის გუნდის ოთხმა წევრმა, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველმა. სხდომის დატოვების მიზეზად მეტრეველმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა.

„დღეს ცუდი პრეცენდენტი მოხდა, რადგან საკრებულოს თავმჯდომარემ და დეპუტატებმა სხდომა დატოვეს და შესვენების შემდეგ ყოველგვარი განმარტებების გარეშე წავიდნენ“, - აღნიშნა საკრებულოს წევრმა პარტია „ქართული ოცნებიდან“, ლია ჩლაჩიძემ.

რაც შეეხება თამარ თედლიაშვილის კომისიის თავმჯდომარეობიდან იმპიჩმენტის საკითხს, კენჭისყრამდე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ იგი დღის წესრიგიდან მოხსნა და უკან გაითხოვა.

თედლიაშვილი არ  გამორიცხავს,  რომ მისი იმპიჩმენტის საკითხი ხელმეორედ შემოიტანოს ,,ქართულმა პარტიამ“ განსახილველად.
„დღეს რადგან საჭირო ხმებს ვერ დააგროვებდნენ, საკითხი მოხსნეს. ამასთან, მათი ლიდერის მიერ ინიცირებული ყველა საკითხი სხდომაზე ჩავარდა“, - განაცხადა თამარ თედლიაშვილმა.

საკრებულოს წევრების განცხადებით, „ქართული პარტიის“ ლიდერის მიერ ინიცირებული საკითხების ჩავარდნა მათი გავლენის დაკარგვის დასაწყისია. საკრებულოს წევრები არ გამორიცხავენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის, ილია მეტრეველის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყონ.

საკრებულოს თავმჯდომარის, ილია მეტრეველის განცხადებით, იგი მოვლენების განვითარებას დაელოდება.

ახალი ამბები