o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "humanrights.ge"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e" />
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყოფილი მსჯავრდებული მორალური და ფიზიკური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს

11 მაისი, 2016
 
ქრისტინე პახომოვი

11 მაისს საინფორმაციო სააგენტო „PIA“-ს პრეს-კლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა ყოფილი მსჯავრდებულის, წამების მსხვერპლ თამაზ რასოიანის საქმეზე პრესკონფერენცია გამართეს. რასოიანი ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით 5 მაისს სასამართლო სხდომიდან გათავისუფლდა. ყოფილი მსჯავრდებული სასჯელაღსრულების სამინისტროსგან მორალური და ფიზიკური ზიანის 500 000 ლარის ოდენობით ანაზღაურებას მოითხოვს.

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 12 წლიანი პატიმრობისას თამაზ რასოიანი არაერთხელ გახდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. რის შედეგადაც შეერყა ჯანმრთელობა და განუვითარდა სხვადასხვა ტიპის მძიმე დაავადება.  მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დიაგნოზი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით შეესაბამებოდა  მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალს, სასჯელაღსრულების სამინისტრო უარს აცხადებდა წამების მსხვერპლი  მსჯავრდებულის გათავისუფლებაზე. 

2013 წლის 17 მაისს თამაზ რასოიანს, როგორც №6-ე დაწესებულების თანამშრომლების  მიერ, ამავე დაწესებულების პატიმართა წამების ერთ-ერთ მსხვერპლს,  დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.  იგი 2006 წლის ორთაჭალის ციხის ბუნტის მოწმესაც წარმოადგენს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 2012 წლის 15 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა ყოფილი მსჯავრდებულის ჩვენება გამოაქვეყნა და პროკურატურას მასალის შესწავლისკენ მოუწოდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ცემა-წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზატორები არიან დასჯილები, კონკრეტულად თამაზ რასსოიანის საქმეზე არანაირი სამართლებრივი ან ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია არ განხორციელებულა. ადამიანის უფლებათა ცენტრი აგრძელებს ბრძოლას, რათა ბოლომდე აღსრულდეს სამართალი. ჩვენ აქტიურად  ვიმუშავებთ იმ მიმართულებით, რომ სახელმწიფომ მოახდინოს თამაზ რასოიანის კომპენსირება პენინტენციალურ დაწესებულებაში ყოფნის დროს მიყენებული ზიანის სანაცვლოდ.  ადამიანის უფლებათა ცენტრი სასჯელაღსრულების სამინისტროსგან წლების  განმავლობაში მოითხოვდა თამაზ რასოიანის გათვისუფლებას, რასაც ცოტა ხნის წინ მივაღწიეთ კიდეც“,- აღნიშნა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა რომ ყოფილი მსჯავრდებული არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი წინა ხელისუფლების პერიოდში, ორგანიზაციის შუამდგომლობების დაკმაყოფილება არ ხდებოდა ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის ნეტან ლონდარიძის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე კიდევ ექვსი დაზარალებულის სარჩელი მზადდება, რომელიც წარმოებაში ეტაპობრივად შევა. 

ყოფილ მსჯავრებულს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გატარებული დროისა და მის წინააღმდეგ გატარებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების, ასევე მასში მონაწილე პირების შესახებ საუბარი უჭირს.
„თქვენ იხილეთ კადრები და შეშფოდით. მინდა გითხრათ, რომ ეს კადრები არაფერია იმასთან შედარებით რაც რეალურად ხდებოდა. დღემდე მიჭირს მდგომარეობიდან გამოსვლა და იმის დაჯერება, რომ გავთავისუფლდი. შესაძლოა, მოაწყონ პროვოკაციები ჩემ, ან ჩემი ოჯახის წინააღმდეგ, ამიტომ სახლიდან არც კი გამოვდივარ“,- განაცხადა ყოფილმა მსჯავრდებულმა, თამაზ რასოიანმა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, შესაძლოა, თეორიულად არსებობდეს რისკი, რომ ყოფილ მსჯავრდებულს პროვოკაციები მოუწყონ და სარჩელის გამოტანა აიძულონ: „საპატიმროში ყოფნისას თამაზ რასოიანს ორჯერ დაემატა სასჯელი. არ არის გამორიცხული, რომ მას საპატიმროს გარეთაც მოუწყონ პროვოკაცია.“

სასამართლო განხილვა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების თაობაზე 18 მაისს დაიწყება.

ახალი ამბები