კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ასკანელი ძმების“ დამფუძნებელს გურჯაანის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგენენ

20 მაისი, 2016
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

 
გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პარტია „ქართული ოცნება“ „ასკანელი ძმების“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“-ს ხელმძღვანელს, ზურაბ ჩხაიძეს დაასახელებს - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ წევრი, ციცინო ღვინიაშვილი ავრცელებს.

ღვინიაშვილის თქმით, ზურაბ ჩხაიძის კანდიდატურას პარტია „ქართული ოცნება“ 8 ივნისამდე წარადგენს.

ზურაბ ჩხაიძე 1998 წელს დაფუძნებული შპს “ასკანელი ძმები"-ს 25%-იანი წილის მფლობელია. ამ კომპანიის წილები ასევე ეკუთვნით მის ძმებს - ჯიმშერ (25%) და გოჩა ჩხაიძეებს (50%).

ზურაბ ჩხაიძე აგრეთვე არის ფესტივალ „ქართული სულისა” და ფონდ „თამარ მეფის“ დამფუძნებელი. იგი 2011 წლიდან „ქართული ხმების“ წევრი, კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორია. 

ახალი ამბები