o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[Ss]{1,2}/g);for(var t="",o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "humanrights.ge"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e" />
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მარტოობის ზღვარზე“ - ფილმის ჩვენება გაიმართა

27 მაისი, 2016
 
ქრისტინე პახომოვი

20 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის სააქტო დარბაზში ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა დოკუმენტური ფილმის - „მარტოობის ზღვარზე“ ჩვენება გამართა. ფილმში აღწერილია საოკუპაციო ხაზს იქით და აქეთ დარჩენილი ადამიანების ცხოვრება.

სცენარის ავტორის, ნაირა ბეპიევის თქმით, ფილმზე მუშაობისას არცერთ გმირს არ უთქვამს საყვედური „მეორე მხარის“ მიმართ. ბეფიევის თქმით, ისინი  იხსენებენ ძველ მეგობრულ თანაცხოვრებას. ბევრი მათგანი დაცლილ სოფელში მარტოდმარტო ცხოვრობს და საარსებო მინიმუმიც არ გააჩნია.

„ფილმის დედააზრი ისა, რომ ყველა ზარალდება ომის დროს. ამაზე უნდა დაფიქრდნენ ადამიანები. ვხედავთ, რომ არცერთი „მხარე“ არ არის ბედნიერი, არცერთი არ არის გამარჯვებული“, - აღნიშნა ნაირა ბეპიევმა პრეზენტაციაზე. 
ღონისძიებას ესწრებოდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები. ასევე, ოსეთიდან ჩამოსული მასწავლებლები, რომლებიც თბილისში პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსს გადიან. კურსის დაფინანსება ჯავახიშვილის უნივერსიტეტისა და პრეზიდენტის ფონდის მიერ ხორციელდება.

„ძალიან რთულია მსგავსი ფილმების ყურება. ამ წლების განმავლობაში ჩვენ ერთად გადავიტანეთ ის სიმძიმეები, რაც მოჰყვა საბრძოლო დაპირისპირებას. ეს იყო კავკასიელებისთვის თავსმოხვეული კონფლიქტები. ამიტომ არ არსებობს გამარჯვებული მხარე. ფილმის ყურებისას გამახსენდა ახლო წარსული. ქალბატონი ნაირას ძალისხმევით ძალიან ბევრი კარგი საქმე კეთდება და წარმატებებს ვუსურვებთ მას ამ საქმეში“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის აპარატის წარმომადგენელმა,  მექა ხანგოშვილმა.
ეროვნული პლატფორმის ჯგუფის ხელმძღვანელის, ნუკრი ყველაშვილის თქმით, ფილმის განსაკუთრებულობას წარმოადგენს ის, რომ კონფლიქტის სიმწვავე არა პოლიტიკურ, არამედ ადამიანურ ჭრილშია წარმოდგენილი. სადაც აღწერილია ცალკეული ადამიანების მდგომარეობა და ტრაგედია. 

ნაირა ბეპიევმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფილმზე მომუშავე ჯგუფს (რეჟისორი ნინო პოპიაშვილი, ოპერატორი დავით სიმონიშვილი, მემონტაჟე კახა ანდღულაძე), რომლებმაც სამუშაო სრულიად უსასყიდლოდ შეასრულეს. აღნიშნული ფილმის გადაღება დაფინანსების გარეშე მიმდინარეობდა. 

ახალი ამბები