კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მაისში შიდა ქართლის რეგიონი მეექვსედ დაისეტყვა

31 მაისი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი 

26 მაისს გორის მუნიციპალიტეტის 13 და ქარელის მუნიციპალიტეტის 12 სოფელში სტიქიამ ხილისა და ბოსტნეულის მოსავალი გაანადგურა. სეტყვამ განსაკუთრებით დააზარალა სოფელი რუისი. 

„სეტყვის შედეგად მოსავლის, თითქმის, 80% განადგურდა. ყველას ბანკიდან გვაქვს აღებული კრედიტი, რომელიც უნდა დაგვეფარა ამ მოსავლით. მთლიანად არის განადგურებული ხეხილის ბაღები, ვენახები და ნათესები. ხელისუფლებას დახმარებას ვთხოვთ, რათა ზარალი აგვინაზღაურონ და შევძლოთ კრედიტების გადახდა“, - აღნიშნა  რუისის მკვიდრმა, გიორგი ბალიაშვილმა.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის სეტყვისგან დაზარალებულ მოსახლეობას  შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, იოსებ ოქრომელიძე შეხვდა.  ოქრომელიძის თქმით, ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტებში უკვე შეიქმნა ზარალის შემსწავლელი კომისიები, რომლებიც   სტიქიისგან მიყენებული ზიანის შესწავლას დაიწყებენ და დასკვნას უმოკლეს ვადაში დადებენ.

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, დაზარალებული მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც აგროდაზღვევის პროგრამით სარგებლობს, ზარალი დაუყოვნებლივ აუნაზღაურდება. 

სოფელ რუისში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეც იმყოფებოდა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, იმ ნაკვეთებში, რომლებიც დაზღვეული არ იყო, ხელისუფლებამ 1 ჰექტარზე 180 ლარი კომპენსაცია შესთავაზა, რამაც მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. მოსახლეობის თქმით, მიყენებულ ზარალთან შედარებით ხელისუფლების შეთავაზება არაადეკვატურია.

სტიქია 29 მაისს კვლავ განმეორდა, ამჯერად, სეტყვამ ატენის ხეობის სოფლები დააზარალა. მიყენებული ზარალის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

ახალი ამბები