კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

31 მაისი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში მცხოვრებ 25 წლის ნიკა საღირაშვილს სამართალდამცველები  მეორე დღეა, ეძებენ. ახალგაზრდა მამაკაცი ბოლოს ორი დღის წინ ნახეს, ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება.   გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ქორდის თემში, მურმან ბადაშვილი არ გამორიცხავს, რომ დაკარგული ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰყავთ გადაყვანილი. 

,,მეორე დღეა, არ ჩანს. ეძებენ ახლობლები და ოჯახის წევრები. არ ვიცი, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. ინფორმირებულები არიან სამართალდამცველები. შესაძლოა, ე.წ  „საზღვრის“  გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს რუსმა სამხედროებმა და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს, თუმცა ამ დრომდე ოჯახს არ დაკავშირებიან ცხინვალიდან“,- განაცხადა ბადაშვილმა.

სოფელი ქორდი ოკუპირებულ ტერიტორიასთან მდებარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო ღონისძიებები.

ახალი ამბები