კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროკურატურამ ადამიანის უფლებათა ცენტრის რეკომენდაცია გაიზიარა

6 ივნისი, 2016
 
მთავარმა პროკურატურამ გაიზიარა ადამიანის უფლებათა ცენტრის მოწოდება და მოქალაქე რუსუდან ფურცხვანიძის საქმე გამოსაძიებლად ქალაქ თბილისის პროკურატურას გადასცა.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა 16 მაისს გავრცელებულ საჯარო მიმართვაში გააპროტესტა საგამოძიებო ორგანოების პრაქტიკა, როდესაც საქმე გამოსაძიებლად გადაეცემა ორგანოს, რომელსაც ამ საქმისადმი შესაძლოა, ჰქონდეს მიკერძოებული დამოკიდებულება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი სამართლებრივ დახმარებას უწევს მოქალაქე რუსუდან ფურცხვანიძეს, რომელიც არის თაღლითობის მსხვერპლი. საქმე შესაძლოა, ეხებოდეს საბერძნეთის საელჩოში არაკონონიერად გაცემულ ვიზას, რის გამოც ფურცხვანიძის დეპორტაცია მოხდა უნგრეთიდან საქართველოში.

ვიზისა და სხვა სამგზავრო დოკუმენტების დამზადებასა და საზღვარგარეთ გამგზავრებას რუსუდან ფურცხვანიძეს დაპირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიონული სამმართველოს განყოფილების ყოფილი თანამშრომელი ზ.ნ., რომელმაც საზღაურად მიიღო 5000 ევრო. დეპორტაციის შემდეგ რუსუდან ფურცხვანიძემ ამ თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა. 2016 წლის 15 აპრილს კი საჩივრით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომელმაც დაზარალებულის საჩივარი გადააგზავნა ქუთაისის რაიონულ პროკურატურაში. ქუთაისის რაიონულმა პროკურატურამ კი საქმე მოკვლევისთვის დააწერა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ განყოფილებას, სადაც თავის დროზე ზ.ნ. მუშაობდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მთავარი პროკურატურისგან მოითხოვა, აღმოფხვრილიყო ეს პრობლემა - გადაეხედა პრაქტიკისათვის და ეხელმძღვანელა ობიექტური გამოძიების პრინციპებიდან გამომდინარე, ხოლო კონკრეტულად რუსუდან ფურცხვანიძის საქმე, ობიექტური და სრულყოფილი  გამოძიების  მიზნით, ტერიტორიული ქვემდებარეობის გათვალისწინებით, გამოსაძიებლად გადაგზავნილიყო ქალაქ თბილისის პროკურატურაში . 

ადამიანის უფლებათა ცენტრის ძალისხმევის შედეგად, საქმე გამოსაძიებლად ქუთაისიდან გადაეგზავნა თბილისის რაიონულ პროკურატურას. დღეის მდგომარეობით, რუსუდან ფურცხვანიძის მიმართ ჩადენილი  თაღლითობის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ პუნქტით. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები