კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უხვი ნალექი ქალაქ გორში - მწყობრიდან გამოსული სანიაღვრე სისტემა

10 ივნისი, 2016
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

7 ივნისს ქალაქ გორში, ინტენსიური წვიმის შედეგად, საავტომობილო გზებისა და ტროტუარების ნაწილი დაიტბორა. 

„წვიმის დროს ქალაქში თავს მიწისქვეშა გადასასვლელში აფარებდა, როდესაც ნიაღვარი ჩამოვიდა. ხალხი შეშინებული იყო, თუმცა სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები დროულად მოვიდნენ“,- განაცხადა ადგილობრივმა პავლე ტლაშაძემ.

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში, სადაც სანიაღვრე სისტემა რამდენიმე თვის წინ გაკეთდა. უამინდობამ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციული შენობაშიც შექმნა პრობლემები. ძლიერმა წვიმამ შენობის ის ნაწილი დააზიანა, სადაც ქ. გორის საკრებულოს აპარატია განთავსებული.  სახურავიდან წყალმა მეორე სართულამდე ჩააღწია,  შენობის აღნიშნული ნაწილიდან დროულად გაიტანეს ტექნიკა და დოკუმენტები. საკრებულოს აპარატის ერთ-ერთ ოთახში, საღამოს საათებში, ჭერი ჩამოინგრა.  საკრებულოს თავმჯდომარის, ილია მეტრეველის განცხადებით, შენობის სახურავი 3 წლის წინ გამოიცვალა. 

„სახურავი 3 წლის წინ შევაკეთეთ, წყალი არ უნდა ჩამოსულიყო. ფაქტია, სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა, რის გამოც ვაპირებ, გავასაჯაროო იმ კომპანიის დასახელება, რომელმაც აღნიშნული სამუშაოები შეასრულა“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
ქალაქში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება - ეს განცხადება დღის ბოლოს ქ. გორის მერმა, ზურაბ ჯირკველიშვილმა გააკეთა. მან მადლობა გადაუხადა სამაშველო და მერიის სამსახურებს, რომლებიც მთელი დღის გამავლობაში აქტიურად მუშაობდნენ და უხვი ნალექის შედეგად დატბორილი ადგილებიდან წყალს ტუმბავდნენ.

ახალი ამბები