კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე

13 ივნისი, 2016
 
ადგილმდებარეობა: თბილისი
განაკვეთი: სრული 
ხელფასი: 1,030 ლარი (დარიცხული)

მოვალეობები: 

** იურიდიული კონსულტაციების გაწევა სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის საკითხებზე
** სარჩელებისა და სხვა დოკუმენტების მომზადება
** ორგანიზაციის სხვა საქმიანობებში მონაწილეობის მიღება.

აუცილებელი მოთხოვნები: 

** უმაღლესი იურიდიული განათლება, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის დამადასტურებელი სერთიფიკატი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა (საერთო სპეციალიზაციის მიმართულებით)
** იურისტად მუშაობის სულ მცირე ოთხწლიანი გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა სულ მცირე B2 დონეზე
** დამოუკიდებლად და გუნდში მოუშაობის უნარი და მოტივაცია
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნებიდან რომელიმეს არ აკმაყოფილებთ, გთხოვთ, ნუ გამოგზავნით აპლიკაციას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV, სამოტივაციო წერილი და ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hridc@hridc.org 2016 წლის 27 ივნისის 18:00 საათამდე. გთხოვთ, ელფოსტის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს - "იურისტი".

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებს. არ მიიღება სატელეფონო ზარები.

 

ახალი ამბები