o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[Ss]{1,2}/g);for(var t="",o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "humanrights.ge"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e" />
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მხატვრობა, რომელიც ისჯება

17 ივნისი, 2016
 
ქრისტინე პახომოვი

სხვადასხვა სახის წარწერის, ნახატის, სიმბოლოს თვითნებური შესრულება შენობების ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებსა და  ხე-ნარგავებზე მარეგულირებელი ორგანოს ნებართვის გარეშე კანონდარღვევად მიიჩნევა და ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ჯარიმას. 

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, რომ შენობა-ნაგებობების ფასადისა და სახურავის ისეთი სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოები, რომელთა დროსაც ხდება შენობა-ნაგებობების ფერის ან მოსაპირკეთებელი მასალის ცვლილება განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით. დამკვეთი ვალდებულია, აღნიშნული საკითხის შესახებ განცხადებით მიმართოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს), რომელიც 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტების საფუძველზე, წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას. 

მარკეტინგული კამპანიის გარდა, შეხვდებით არასარეკლამო, არასააგიტაციო ტიპის ნახატებსაც, რომელიც კორპუსის მოსახლეობის სურვილით კეთდება და მათ დიდ მოწონებასაც იმსახურებს. 

ქუჩის მხატვრების აზრით, კანონი სტენსილების შესახებ შესწორებებს საჭიროებს, რადგან უნდა განცალკევდეს ვანდალური შემთხვევები და მხატვრობა, როგორც თავისუფალი აზრის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალება.

მხატვრები ისეთ შემთხვევებსაც იხსენებენ, როდესაც ქუჩის მხავტრობის ნებართვა გაცემული იყო, თუმცა სტენსილები მოხატვის შემდეგ წაშალეს.

„მაქვს ეჭვი, რომ „ინტელიგენციის“ ნაწილს ნახატი არ მოეწონა და მთავრობა აიძულეს, წაეშალათ. თუ ნახატი რეაქციონერულია, მაშინ მას შლიან. სხვა შემთხვევაში კი ნაკლებად ერჩიან“,- აღნიშნა მხატვარმა ლია უკლებამ.

მიუხედავად იმისა, რომ ქუჩის მხატვრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე კანონდარღვევაა, ნახატების რაოდენობა იმაზე მეტყველებს, რომ მხატვრებს არ ეშინიათ ამ მეთოდით თავიანთი აზრის დაფიქსირების. თუმცა გარკვეული ტიპის პრობლემა აქაც იქმნება.  ჟურნალისტი მარიამ ხულუზაური სტენსილებს 12 წლიდან ხატავს. იმის გათვალისწინებით, რომ  „სტრიტ არტი“ კანონით ისჯება, მისი ნახატები ავტორის გარეშე ვრცელდება. მარიამის თქმით, მხატვარი თავის სათქმელს ამ გზით უფრო ფართო მასშტაბიან აუდიტორიას აწვდის, ვიდრე ეს გალერეაშია შესაძლებელი.

 „თავიდან ყველაფერი მოლბერტითა და აკვარელებით დაიწყო, თუმცა მალევე გავაცნობიერე, რომ ხატვას ტილოზე აზრი არ ჰქონდა, თუ ჩემს ნახატს დამთვალიერებელი არ ეყოლებოდა. პირველად საკუთარი ოთახი 8 წლის ასაკში მოვხატე. ჩემი მშობლები ისეთი აღფრთოვანებულები იყვნენ, სახლში სტუმრად მოსულ ადამიანებს ჩემს ოთახში ეპატიჟებოდნენ. სტენსილების ხატვა რომ დავიწყე, მაშინ ეს მიმდინარეობა საქართველოში „ახალი ხილი“ იყო. არც ის ვიცოდი, რომ ქართული კანონმდებლობით მსგავსი ქმედება თუ ისჯებოდა. პირველი სტენსილი სკოლის კედელზე დავხატე, სათაურით - „No future”. სკოლის დირექტორმა დამსაჯა და ჩემი მშობლები აიძულა, ნახატი გადაღებათ. მეორე ნახატი ქალაქის ცენტრში შუადღისას დავხატე. საპატრულო პოლიციის თქმით, მე კრიმინალი ვიყავი და ამ ნახატზეც პასუხი ვაგე. ზემოთჩამოთვლილ მიზეზთა გამო, მე ქუჩის მხატვარი იძულებული ვარ, ღამით, მაშინ როდესაც მთელ ქალაქს ძინავს, შეუმჩნევლად მოვხატო ძველი შენობები. ქუჩა ჩემი ნახატების გალერეაა“,- აღნიშნა მარიამ ხულუზაურმა.

ხულუზაურის თქმით, ის ხშირად პოულობს სოციალურ ქსელში უცნობი ადამიანების მიერ გაზიარებულ ფოტოებს, სადაც მისი ნახატებია გამოსახული. მხატვრის თქმით, მისი შემოქმედება საქართველოში არალეგალურია, რაც მას არ აშინებს, თუმცა ზღუდავს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ეკა ლომიძის განცხადებით, ადმინისტრაციული კანონდარღვევა სისხლის სამართლებრივ ჭრილში გადადის  იმ შემთხვევაში, თუ კი შენობა- ნაგებობას მინიჭებული აქვს ძეგლის სტატუსი. ამ ტიპის დანაშაულის შემთხვევაში,  სისხლის სამართლის წესით პასუხისმგებლობას ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 257-ე მუხლი.   

ახალი ამბები