კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნაციონალურმა მოძრაობამ კასპში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

30 ივნისი, 2016
29 ივნისს კასპში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა დავით ბაქრაძემ და ნიკა მელიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინეს. საპარლამენტო არჩევნებში, დეპუტატობისთვის, კასპის მუნიციპალიტეტში ნუგზარ ნონიაშვილი იბრძოლებს, ნონიაშვილი  2006-2012 წლებში კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე იყო. 

„კასპში, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში, ხალხს უიმედობის განცდა აქვთ. გაზრდილია უმუშევრობისა და სიღარიბის დონე. პრობლემების მოგვარებას კი სჭირდება გუნდი, ხედვა და გეგმა“, - აღნიშნა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.

ნიკა მელიას განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა კასპში გამარჯვებას აპირებს. მელიას თქმით, ამჟამად კასპთან მხოლოდ ერთი სიტყვა ასოცირდება - „ტატამი“, პარტიის სამომავლო გეგმაა, რომ კასპმა პროგრესი განიცადოს.

კასპის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნუგზარ ნონიაშვილის განცხადებით, მისი ძირითადი დაპირებაა, ხალხისთვის ღირსების დაბრუნება: „ჩვენი დაპირებებია: პენსიის მატება 50 ლარით, საგადასახადო შეღავათების დაწესება და ადგილობრივი ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვა.“
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"  ლიდერები 30 ივნისს მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებს ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტებში წარადგენენ.

კასპის მუნიციპალიტეტში პარტია „თავისუფალმა დემოკრატებმაც“ დაასახელეს მაჟორიტარობის კანდიდატი - ვახტანგ ბეჟიტაშვილი. ბეჟიტაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატი იყო. ამ დრომდე,  სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს,  და მათ შორის მმართველ პარტიას, შიდა ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტში  ჯერ არ წარუდგენიათ მაჟორიტარობის კანდიდატები.

 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი   

ახალი ამბები