კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოსური მხარე თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

30 ივნისი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი   
      
28 ივნისს, სოფელ ერგნეთში, ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 67-ე გამართულ შეხვედრაზე, ერთი თვის წინ, სოფელ ქორდიდან დაკარგული 26 წლის ნიკა საღირაშვილის მშობლები და ახლობლები ჩავიდნენ.  მათ ქართულ და ოსურ მხარეს საღირაშვილის ადგილსამყოფელის დასადგენად კონკრეტული ღონისძიებების გატარება მოსთხოვეს, რადგან როგორც დაკარგულის დედა აცხადებს, მათ ეჭვი აქვთ, რომ ნიკა საღირაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰყავთ დაკავებული.

 „თუ ჩემს შვილს არ იპოვიან, მთელი სოფელი გადავკვეთთ საოკუპაციო ხაზს და გავარკვევთ ჩემი შვილის ადგილსამყოფელს. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის ჯარს ჰყავს დაკავებული და არ უშვებენ. ნიკას დაკარგვის დღეს ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს გაისმა სროლის ხმა, რაც ეჭვს მიჩენს, რომ ან დაჭრილია, ან მოკლეს. ქართული მხარე მეუბნება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ძებნის უფლება არ აქვთ, აბა როგორ მოვიქცე, აქ არსად არის ჩემი შვილი“,- განაცხადა ნიკოლოზ საღირაშვილის დედამ, ინგა ბორცვაძემ.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგნელებმა ერგნეთის შეხვედრაზე ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობისგან სოფელ ქორდასთან ე.წ. „საზღვრის“ პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერების ამოღება მოითხოვა, რაზეც ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სანაკოევმა თანხმობა განცხადა.

„საღირაშვილის შესახებ არაერთხელ მოგვმართეს. მასზე ჟენევის დისკუსიაზეც იყო საუბარი. იგი ჩვენ არ დაგვიკავებია და ჩვენთან არ იმყოფება. მზად ვართ, ამოვიღოთ საზღვრის პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები ამოვიღოთ“,- აღნიშნა სანაკოევმა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, დავით კობახიძის განცხადებით, შეხვედრაზე  ქართულმა მხარემ გააპროტესტა  გამყოფ ხაზზე ბანერებისა  და მავთულხლართების მონტაჟი. ასევე, ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო  საოკუპაციო რეჟიმის მიერ წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარი საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტები.

ახალი ამბები