21:53, Tuesday, 10.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადამიანის უფლებათა ცენტრი მინისტრის და რექტორის დაჯარიმებას მოითხოვს

07.07.2016

 
ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოამზადა ადმინისტრაციული სარჩელი, რითაც ორგანიზაცია მოითხოვს, დაჯარიმდეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (წარმომადგენელი - მინისტრი, სოზარ სუბარი) და შსს პოლიციის აკადემია (წარმომადგენელი - რექტორი, ნუკრი გელაშვილი).

ადამიანის უფლებათა ცენტრი სარჩელში მიუთითებს, რომ შსს-ს აკადემიაში კომპანია „ბრითიშ-ამერიკან თობაქოსთან“ ერთად ქველმოქმედების საფარქვეშ გაიმართა სოციალურად დაუცველი და დევნილი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების დამადასტურებელი სერთიფიკატების გადაცემის ღონისძიება. თამბაქოს მწარმოებელმა კომპანიამ განახორციელა კანონით აკრძალული სარეკლამო საქმიანობა სპონსორობა, რაშიც მას ხელი შეუწყო შსს აკადემიის რექტორმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, რომლებიც „ბრითიშ-ამერიკან თობაქოს“ დირექტორთან ერთად დაესწრნენ სერთიფიკატების გადაცემის ღონისძიებას.

ამის შესახებ ინფორმაცია დღესაც ხელმისაწვდომია შსს-ს პოლიციის აკადემიის ფეისბუქ გვერდზე, რაც ასევე კანონდარღვევაა, რადგან ამ გზით ხდება თამბაქოს მწარმოებელი კომპანიის მიერ განხორციელებული სპონსორობის დამატებით რეკლამირება. 

საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია თამბაქოს მწარმოებლების, იმპორტიორებისა და რეალიზატორების მიერ პირდაპირი ან/და არაპირდაპირი, ანუ სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირის საშუალებით, სპონსორობა. 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვვათა კოდექსის 1712  მუხლის შესაბამისად, თამბაქოს ინდუსტრიის განმახორციელებელი პირის მიერ თამბაქოს პროდუქციის მწარმოებელი ფირმის სასაქონლო ნიშნის ან ლოგოტიპის დემონსტრირება სამედიცინო ან/და სასწავლო ღონისძიებების ორგანიზებისას და ჩატარებისას დასჯადია.

კანონის მიხედავად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კომპანია „ბრითიშ ამერიკან თობაქოს“  მიერ  განხორციელებულ ქმედებას - შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის  ბიბლიოთეკისათვის გადაცემულ ტექნიკას და   სტუდენტთათვის სწავლის გარკვეული საფასურის დაფარვას, შესაბამისად  საქველმოქმედო  საქმიანობად მიიჩნევს და არა სპონსორობად. არადა, საქართველოს კანონმდებლობით ქველმოქმედებად არ მიიჩნევა აღნიშნული საქმიანობა, თუკი ის „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით სპონსორობად ითვლება.     

რეკლამის შესახებ საქართველოს  კანონის მიხედვით, სპონსორობა არის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობაში წვლილის შეტანა (ფულადი სახსრების, ქონების, ინტელექტუალური მოღვაწეობის შედეგების, მომსახურების გაწევისა და გაწეული მომსახურების, სამუშაოს შესრულების სახით), სპონსორის მიერ წარმოებული საქონლის რეკლამის გავრცელების პირობით. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილით, თამბაქოს ნაწარმის რეკლამად ითვლება რეკლამა, რომელიც შეიცავს თამბაქოს ნაწარმის ან თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი ფირმის სასაქონლო ნიშანს, ლოგოტიპს, თამბაქოს ნაწარმის, მისი კოლოფის, ყუთის, მოხმარების პროცესის ან მასთან დაკავშირებული ქმედების დემონსტრირებას. აღნიშნულ ღონისძიებაზე, სადაც გადაიცა სტუდენტებისათვის შესაბამისი სერთიფიკატები დემონსტრირებული იყო კომპანია „ბრითიშ ამერიკან თობაქოს“ ბანერი, რომლის ფონზეც ხდებოდა სტუდენტების დაჯილდოება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს სასამართლოს და მოითხოვს სამართალდამცავ ორგანოებს დაევალოთ კანონით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება - სამართალდამრღვევთა დასჯა.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC