კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შს სამინისტროს შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა

16 ივლისი, 2016
 
13 ივლისს შსს-ს შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსი, იაგო საური თანამდებობიდან, პირადი განცხადების საფუძველზე, გადადგა.

იაგო საურმა თანამდებობა მეორედ დატოვა. პირველად დაკავებული პოსტიდან 2014 წლის ივლისში გადადგა, თუმცა,  რამდენიმე თვეში, 2015 წლის აპრილში კვლავ შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა.

იაგო საური თანამდებობის მეორედ დატოვების მიზეზებზე არ საუბრობს, ამის შესახებ კომენტარს არც შსს-ს პრესსამსახურში არ აკეთებენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იაგო საურის შემცვლელად ძველი თბილისის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის, კოტე ანანიაშვილის კანდიდატურა განიხილება.

ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ახალი ამბები