კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გორში აქცია გაიმართა

16 ივლისი, 2016
 
                                                      ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

,,აიკრძალოს ნაციონალური მოძრაობა“- ამ და სხვა შეძახილებით გააპროტესტეს გორში ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება და  გორის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად ბადრი ბასიშვილის დასახელება. აქცია პარტია ,,ჩვენი სამშობლოს“ წევრებმა და მხარდამჭერებმა 14 ივლისს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  გორის ორგანიზაციასთან გამართეს.

,,ამ ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელია ნაციონალური მოძრაობა, როგორც პოლიტიკური პარტია და ბადრი ბასიშვილის მაჟორიტარ კანდიდატად დასახელება, რომელიც იყო ზონდერი და ყველაფერზე პასუხისმგებელია, რა დანაშაულსაც წინა ხელისუფლება ჩადიოდა“,- განაცხადა პარტია  ,,ჩვენი სამშობლოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ზვიად ხუბულაშვილმა.

აქციის მიმდინარეობას ნაციონალური მოძრაობის წევრები და მაჟორიტარობის კანდიდატი ბადრი ბასიშვილი  ოფისიდან  აკვირდებოდნენ.

„რუსი ოლიგარქის, ბიძინა  ივანიშვილისა და პუტინის მონებმა  მოაწყვეს ჩვენ წინააღმდეგ დღევანდელი აქცია. ჩვენ 8 ოქტომბერს გავიმარჯვებთ არჩევნებში, ეს აქცია კი გვახალისებს”,-განაცხადა ბასიშვილმა.

,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 10 ივლისს ქ. გორში მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად ალექსანდრე გოგლიძე,  ხოლო გორის მუნიციპალიტეტში ბადრი ბასიშვილი დაასახელა.

ახალი ამბები