კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციამ ლევან ქოქოშვილის მხარდამჭერები საპროტესტო აქციაზე დააკავა

26 ივლისი, 2016
 
                                                             ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი
 
21 ივლისს გორში პოლიციის თანამშრომლებსა და რამაზ ქოქოშვილის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსამართლე ლევან დარბაიძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე. 

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ლევან დარბაიძის ამ გადაწყვეტილებას დარბაზშივე მოჰყვა ხმაური. პატიმრობაში მყოფი რამაზ ქოქოშვილი 50-დღიანი შიმშილობის შედეგად სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას შეუძლოდ გახდა და სასამართლოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. 

მანდატურის სამსახურმა ქოქოშვილის მხარდამჭერები სასამართლოს დარბაზიდან გარეთ გაიყვანა, რის შემდეგაც აქცია, მშვიდობიანი ფორმებით, სასამართლოს ეზოში განახლდა. აქციის პარალელურად სასამართლოს ეზოში სამართალდამცველებმა დაიწყეს მობილიზება. ასამდე პოლიციელმა აქციის მონაწილეების დაკავება ღამის საათებში დაიწყო, რასაც დაპირისპირება მოჰყვა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის. 

პირველად სამართალდამცველებმა რამაზ ქოქოშვილის ძმა ლევან ქოქოშვილი დააკავეს, შემდეგ კი აქციის 3 მონაწილე. 22 ივლისს დილით საცხოვრებელი სახლიდან აიყვანეს აქციის კიდევ ერთი მონაწილე რატი საბანაძე. 

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, აქციის ოთხი მონაწილე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 366-ე 239-ე და 353-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, ხოლო მეხუთეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით წაუყენეს ბრალი.

რამაზ ქოქოშვილი 2 ივნისს პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. მას სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და გორის პოლიციის უფროსის მოადგილის ცემა ედება ბრალად. ქოქოშვილის ადვოკატი ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ნასვამი პოლიციის თანამშრომლები მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ის უკანონო პატიმარია. რამაზ ქოქოშვილი დაკავების დღიდან შიმშილობას აგრძელებს.  

ახალი ამბები