კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმატებული საქმეები

2 აგვისტო, 2016
 
თამაზ რასოიანის საქმე

5 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის შუამდგომლობა თამაზ რასოიანის პატიმრობის ვადის გადადების შესახებ, რომელიც ეფუძნებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 283-ე მუხლს - ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა. თამაზ რასოიანი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. 

თამაზ რასოიანმა 12 წელი გაატარა ციხეში. მის მიმართ გამოიყენებოდა წამება და არაადამიანური მოპყრობა რამდენიმეჯერ, რამაც გამოიწვია სერიოზული დაავადებები. ადამიანის უფლებათა  ცენტრის მრავალი მოთხოვნის მიუხედავად სასჯელაღსრულების სამინისტრომ უარი თქვა ვადაზე ადრე გაეთავისუფლებინა წამებას დაქვემდებარებული პირი, მიუხედავად იმისა, რომ მისი დიაგნოზი აკმაყოფილებდა შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური კეთილდღეობის სამინისტროს კრიტერიუმებს, რომლებიც გათვალისწინებულია რეზოლუციაში, სადაც ჩამოთვლილია იმ მძიმე და განუკურნებელი დაავადებათა ნუსხა, რომლებიც ქმნიან საფუძველს მსჯავრდებულის ნაადრევი გათავისუფლებისა. აღნიშვნის ღირსია, რომ 2013 წლის 17 მაისს თამაზ რასოიანი იყო #6 ციხის პატიმართა წამების მსხვერპლი. მსხვერპლობის დოკუმენტზე დაყრდნობით, თამაზ რასოიანი იყო ნაცემი და წამებული #6 ციხეში, რამაც მიაყენა მას ფიზიკური და მორალური ზიანი. 

თამაზ რასოიანი იყო 2006 წლის ორთაჭალის ციხის ამბოხების მოწმე. 2012 წლის 15 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა ჩვენება და მიაწოდა პროკურატურას ინფორმაცია, რომელიც მან გააზიარა ორგანიზაციასთან. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა სასამართლოს რასოიანის წამების კომპენსაციისთვის ციხის პერსონალის მხრიდან. ადრე გასამართლებულმა პირმა მოითხოვა სასჯელაღსრულების სამინისტროსგან 500 000 ლარის ოდენობის კომპენსაცია პიზიკური და მორალური ზიანისთვის. სასამართლო კომპენსაციასთან დაკავშირებით შედგება მაისში 18.1. 


სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული სამხედრო ოფიცერის საქმე
 
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა მოქალაქის სარჩელი თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ. მოსარჩელის ინტერესებს, უფასო სამართლებრივი დახმარების პროგრამის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი იცავდა.

მოსამართლე ნინო ჭალიძის 2016 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მოქალაქე ჯ.ა.-ს მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების გადახდა, რაც შეადგენს 2 168 აშშ დოლარს. 

ჯ. ა. მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში, სადაც ბოლო 16 წელიწადი იყო კადრების განკარგულებაში. 2015 წელს იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს. თუმცა, სამინისტროს ანაზღაურებული არ ჰქონდა ჯ.ა.-სთვის 1998-99 წლებში გასაცემი სახელფასო დავალიანება. აღნიშნული თანხა მოქალაქემ მოითხოვა წერილობით, რაზეც უარი მიიღო თავდაცვის სამინისტროში „თანხების არარსებობის“ მოტივით. აღნიშნული უარი ჯ.ა.-მ თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა. სასამართლო პროცესზე მის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ეკა ლომიძე იცავდა. 


საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელი აზერბაიჯანის მოქალაქეების საქმე

ადამიანის უფლებათა ცენტრი მუშაობდა აგალარლეების საქმეზე 2014 წლიდან. 2015 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს დევნილებისა და განსახლების სამინისტრომ უსაფუძვლოდ უარი თქვა დაშგინ და ორხან აღალარლებისთვის დევნილების სტატუსის მინიჭებაზე იმ არგუმენტით, რომ მათი ყოფნით საქართველოში საფრთხე ემუქრებოდა სახელმწიფო უსაფრთხოებასა და ინტერესებს. თავის გადაწყვეტილებაში სამინისტომ არ მოიყვანა უარის თქმის მიზეზები და საფრთხეები, რომლებიც იყვნენ უარყოფითი პასუხის საფუძვლები. ერთი მხვრივ, სამინისტრომ აღნიშნა, რომ დაშგინ და ორხან აღალარლების დაბრუნებით აზერბაიჯანში შესაძლოა, მოხდეს მათი პოლიტიკური დევნა, წამება და მკვლელობა, მაგრამ მეორე მხვრივ, სამინისტრომ უარი თქვა მათთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოში.
 
23 ივნისს, ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარების შედეგად თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა აზერბაიჯანელი მოქალაქეების დაშგინისა და ორხან აღალარლეების სარჩელი და მიანიჭა მათ დევნილების სტატუსი . 


სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პატრულ-ინსპექტორის საქმე

24 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ცენტრის და საპატრულო პოლიციიდან უკანონოდ გათავისუფლებული ყოფილი ინსპექტორის იოსებ აბულაძის საქმეზე, რითაც სასამართლომ მოითხოვა მისი სამუშაო ადგილზე აღდგენა. 

2014 წლის ოქტომბერში ადამიანის უფლებათა ცენტრმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სარჩელით მიმართა საქალაქო სასამართლოს და პატრულ-ინსპექტორის სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება მოითხოვეს, რაც  2016 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში იოსებ აბულაძის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი თამარ ავალიანი და საიას იურისტი მიხეილ ჯახუა იცავდა.


კახეთის ოფისი

დავა შემოსავლების სამსახურთან 

ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისი იცავდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში მცხოვრები ტ. ს.-ს ინტერესებს. მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ბაზაში. შემოსავლების სამსახურმა მისი ოჯახი დააჯარიმა სასოფლო-სამეურნო მიწის ნაკვეთის გადასახადისგან თავის არიდების გამო, რომელიც ოჯახს არ ეკუთვნოდა. ცენტრის იურიდიული დახმარებით, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გააუქმა შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული ოქმი და ოჯახზე დაკისრებული ჯარიმა.

ოჯახში ძალადობის საქმე

ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისი იცავდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლის, ე. შ-ის უფლებებს, რომელზეც ყოფილი ქმარი და დედამთილი ძალადობდა. მსხვერპლს ჰყავს მცირეწლოვანი ბავშვი, რომლის წაყვანის უფლება არ მისცა ქმრის ოჯახმა დაშორების შემდეგ. ცენტრის იურიდიული დახმარებით, ე.შ-მ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ბავშვის დაბრუნება. სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი და დაადგინა დედის სახლი ბავშვის საცხოვრებელ ადგილად. ასევე, მამას დაევალა ალიმენტის გადახდა თვეში 100 ლარის ოდენობით. მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებისა, ბავშვს მაინც არ უბრუნებენ დედას. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატმა მიმართა სხვადასხვა უწყებებს და მოითხოვა განაჩენის აღსრულება. 

ახალი ამბები