კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კამპანია „ეს შენ გეხება“ ეხმაურება პატიმართა წამების ამსახველი ვიდეო კადრების გავრცელებას

19 აგვისტო, 2016
კამპანია „ეს შენ გეხება“ ეხმაურება ერთ-ერთი მედიასაშუალების ვებგვერდის მეშვეობით პატიმართა წამების ამსახველი ვიდეო კადრების გავრცელებას დაუშტრიხავი ფორმით იმგვარად, რომ ყველასათვის შესაძლებელი გახდა კადრებზე ასახული პირების იდენტიფიცირება. კადრები ასევე აიტვირთა დაფართოდ გავრცელდა YouTube-ზე. სამწუხაროდ, შესაბამისი უწყებების მიერ კადრების დაბლოკვა ამ დრომდე არ არის უზრუნველყოფილი.

ჩვენ არაერთხელ დაგვიფიქსირებია უარყოფითი პოზიცია ამგვარი კადრების (და მით უფრო) დაუშტრიხავი ფორმით საჯარო სივრცეში გავრცელებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით სავალალოა ის გარემოება, რომ ინტერნეტში განთავსებით ამგვარი მასალა ხელმისაწვდომი ხდება პირთა განუსაზღვრელი წრისთვის, მათ შორის არასრულწლოვნებისთვის, რომელთაც ეძლევათ კადრების გადმოწერის, შენახვის, სხვადასხვა მიზნებით მათი მოგვიანებით გამოყენების შესაძლებლობა. კადრების ამ ფორმით გავრცელებამიუღებელია. ეს არღვევს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ხელახალ ტრავმას აყენებს კონკრეტულ პირებს, მათი ოჯახის წევრებსა და მთლიანად საზოგადოებას. 

კამპანია „ეს შენ გეხებაში“ შემავალ ორგანიზაციებს ასევე არაერთხელ დაგვიფიქსირებია სრული მიუღებლობა წამების დანაშაულის მიმართ. ასევე მიუღებელია ამ დანაშაულის დაუსჯელობა ან არაადეკვატურად მსუბუქი სასჯელების გამოყენება წამების დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ.  

სამწუხაროა, რომ ამ დანაშაულებსს დღემდე ვერ მიეცა ადეკვატური  სამართლებრივი შეფასება, არ შეფასებულა პრობლემის ზუსტი მასშტაბი და სხვა გარემოებები, პასუხისმგებელი პირები უმეტესწილად დაუსჯელნი რჩებიან. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ აღნიშნული თემა ხშირად ხდება მანიპულაციების საგანი. მათ შორისაა საზოგადოებრივი აზრის შექმნის მცდელობა, რომ ფართოდგავრცელებული და სისტემური წამება რეალურად არ არსებობდა და „ციხის კადრები“ გაყალბებულია/არ არის ავთენტური. ბუნებრივია, თუკი არსებობს ეჭვი ამათუიმ კადრის ავთენტურობიასთან დაკავშირებით, საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური უფლება, დასვას კითხვები და მიიღოს დამაჯერებელი პასუხები ამასთან დაკავშირებით; მაგრამ ამ დანაშაულის არსებობის უარყოფა, მაშინ, როცა ეს  დადასტურებულია არამხოლოდ კადრებით, არამედ ასევე კვლევებით და კონკრეტული საქმეებით,ხელს უწყობს პრობლემის მიჩქმალვას, წამების სისტემური დანაშაულში მონაწილე პირების დაუსჯელად დატოვებას, და შეურაცხყოფას აყენებს წამების მსხვერპლებს, მიმართულია რა მათ მიერ განცდილი ტრაგედიების უგულვებელყოფისაკენ.

მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა წამების დანაშაულთან ეფექტური ბრძოლის, ასევე ამგვარი კადრების გავრცელების პრევენციისა და მათი გავრცელების შემთხვევაში - დროულად დაბლოკვის მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია, ამ კონტექსტში თავისი წილი პასუხისმგებლობა გააცნობიერონ პოლიტიკურმა ძალებმა თუ მედია საშუალებებმა.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, კადრების დროულად ამოღებასთან ერთად, დაიწყოს გამოძიება მათი მოპოვებისა და გავრცელების საკითხთან დაკავშირებით, ასევე დაიწყონ გამოძიება თუ გავრცელებული კადრები შეიცავს ინფორმაციას აქამდე უცნობი შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების თაობაზე.

მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, პატივი სცენ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და თავიანთი მოქმედებებით ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების დაცვას. 

ახალი ამბები