კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაერთიანებული მაჟორიტარული ოლქები - დადებითი და უარყოფითი მხარეები

19 აგვისტო, 2016
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს  რიგი მუნიციპალიტეტები გაერთიანებული საარჩევნო ოლქებით ხვდება. შესაბამისად, ორ-ორ მუნიციპალიტეტს საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტში ერთი მაჟორიტარი ეყოლება.  ცვლილებას, რომელიც ამომრჩეველთა ხმების გამოთანაბრების მოტივით განხორციელდა, როგორც პოლიტიკური პარტიების,  ისე ექსპერტთა მხრიდან  უარყოფითი შეფასებები მოჰყვა. გარდა უარყოფითი შეფასებისა, ცვლილება დადებითად შეაფასეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა.

„დაყოფა სწორად მიგვაჩნია იმდენად, რამდენადაც არ იყო თანაბარი რაოდენობა ოლქებში და 3000 ამომრჩევლიან ყაზბეგსაც და 156 ათასიან - ქუთაისსაც ერთი მაჟორიტარი ჰყავდა. ამდენად, უკვე თანაბარია ამომრჩეველთა რაოდენობა და ვფიქრობ, არჩეულ დეპუტატს კიდევ უფრო გაუადვილდება თავის სამაჟორიტარო უბანში ხალხთან, ამომრჩეველთან შეხვედრა და საქმის კეთება. თუმცა, თუ იქნებოდა რეგიონალურ-პროპორციული, ამ შემთხვევაში ის პრობლემა, რომ ვანელმა ამომრჩეველმა უნდა აირჩიოს ვანელი და არა ხონელი და ა. შ. მოიხსნებოდა. რადგან თანაბრობაზე მიდგა საქმე, უნდა ითქვას, რომ არ იქნება იოლი ორ სრულიად განსხვავებულ ოლქში მოხდეს ერთი მაჟორიტარის არჩევა. თუმცა, ეს უკვე რეალობაა, რომელსაც უნდა მოვერგოთ“, - ამბობს „რესპუბლიკური პარტიის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისის 48-ე საარჩევნო ოლქში, ნატო ქათამაძე. 

ცვლილება, რომელიც საარჩევნო კოდექსში შევიდა, ჯერ კიდევ მიღებამდე უარყოფითად შეაფასეს ექსპერტებმა. მათი განმარტებით, მოსამზადებელი პროცესი არაგამჭვირვალედ წარიმართა და  რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაირღვა საერთაშორისო სტანდარტები. 

„გვახსოვს საკონსტიტუციო გადაწყვეტილება, რომელმაც თქვა, რომ ხმის თანაბრობის დაცვისათვის მნიშვნელოვანია ოლქების ახალი დემარკაცია, ახალი გადანაწილება მოხდეს. თუმცა, პროცესი, რომელიც წარიმართა, სამწუხაროდ,  საერთაშორისო სტანდარტებს არ პასუხობდა. სისტემაზე ცვლილების დროს, ახალი საზღვრების გავლების დროს მნიშვნელოვანია ყველა მხარის, მათ შორის როგორც პოლიტიკური პარტიების, ექსპერტების, ისე - ადგილობივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ფართო ჩართულობა. რადგან დაყოფა არ მოხდეს მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური მოსაზრებების საფუძველზე და ამ პრინციპის დაცვისას გათვალისწინებული იყოს გეოგრაფიულ-ისტორიული და სხვა კრიტერიუმები. სამწუხაროა, ეს პროცესი არ იყო გამჭვირვალე. საიამ ამასთან დაკავშირებით დასკვნაც წარმოადგინა, სადაც სწორედ ამ გამოწვევებზე იყო საუბარი“, - აღნიშნა საიას საარჩევნო პროექტების კოორდინატორმა, ირმა პავლიაშვილმა.

ირმა პავლიაშვილი მიიჩნევს, რომ საარჩევნო სისტემა კვლავ გამოწვევად რჩება ჩვენს ქვეყანაში, ვინაიდან ყველა ის პრობლემა, რაც მანამდე იყო, კვლავ აქტუალურია. 

„აღსანიშნავია, ასევე, მეორე პრობლემა, რომელიც სამწუხაროდ, სააარჩევნო სისტემის კუთხით არ მოგვარდა. საკითხი უშუალოდ ეხება იმას, თუ რამდენად პროპორციულად ხდება ხმების გარდასახვა მანდატებში. სამწუხაროა, ეს გამოწვევა ისევ დგას ჩვენს წინაშე. ამაზე ჯერ კიდევ 2015 წლის დასაწყისში დაიწყო მსჯელობა და ხელისუფლებას წარვუდგინეთ რეკომენდაციები - იმასათვის რომ სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო გარემო ყოფილიყო. მერე იყო მსჯელობა საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ გასაჩივრდა. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მათი მოსაზრებები, რომ ეს გადანაწილება პოლიტიკური ნიშნით ხორციელდებოდა და დატოვა დღევანდელი მდგომარეობა“, - ამბობს პავლიაშვილი. 

პოლიტიკოსების უმრავლესობა აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსი არ გვაძლევს საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ საქართველოში არჩვენები ობიექტურად ჩატარდება. 

„ოლქების დანაწევრება მოხდა პიროვნებებზე გათვლით და წინა არჩევნების შედეგის მიხედვით, რაც ისედაც დაუხვეწელ მაჟორიტარულ სისტემას მთლად დაუხვეწელს ხდის. ეს კი, საბოლოო ჯამში, გამოიწვევს სახელმწიფო რესურსის მეტად გამოყენებას. ასეთი საარჩევნო კოდექსის პირობებში, უპირატესობა ყოველთვის ექნება სახელისუფლებო გუნდს, ანუ მმართველ პარტიას. არის რაიონები, სადაც ადამიანებს საშუალება არ ეძლევათ აირჩიონ იმ სოფლის თუ რაიონის მკვიდრი. მაგალითად, სამტრედია-ვანი, თერჯოლა-ტყიბული და ა. შ. ეს არის ამომრჩევლის უფლების პირდაპირი დარღვევა. ასევე, არის რესურსების გაერთიანება და ისეთი პიროვნების მოძებნა, რომელიც ორივე რაიონში პოპულარობით სარგებლობს და აქვს შანსი, ორივე რაიონში მოიგოს არჩევნები“, - ამბობს პოლიტიკური გართიანება „გირჩის“ წარმომადგენელი გია ცამციშვილი.

საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტში დიდი წინააღმდეგობა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მოჰყვა. 

„აქ არ არის გათვალისწინებული გეოგრაფია, რაც არის სრული მავნებლობა, რომელიც მნიშვნელოვან დაღს დაასვამს არჩევნებს. ცესკოს თავმჯდომარე დამეთანხმა იმაში, რომ არჩევნების ადმინისტრაცია მნიშვნელოვნად გართულდება. კერძოდ, ავიღოთ ვანისა და ხონის მაგალითი, რომელსაც საერთო სავტომობილო გზაც კი არ გააჩნიათ. როგორ უნდა ჰყავდეთ ერთი მაჟორიტარი.  არაფერს ვამბობ  ქუთაისზე, რომელსაც ხუთი სოფელი მიება. წარმოუდგენელია, ქუთაისის მაჟორიტარმა, როგორ უნდა იზრუნოს თერჯოლის სოფლებზე, როცა ქუთაისს აქვს თავისი, კერძოდ კი, ქალაქის სპეციფიკა და პრობლემები, ხოლო თერჯოლასა და მის სოფელს მისი პრობლემები, რომლებიც ძირითადად უკავშირდება სოფლის მეურნეობას და სხვა რიგ საკითხებს. ეს არის დიდი დისკომფორტი, რომელიც პირველ რიგში, პრობლემას უქმნის მაჟორიტარ კანდიდატს და შემდეგ უკვე გამარჯვებულ მაჟორიტარს, მისი ბიუროს მუშაობას. ასევე, ეს მნიშვნელოვნად ართულებს არჩევნების ადმინისტრირებას, აქედან გამომდინარე, არჩვენების ობიექტურად ჩატარებას, რაც ქმნის დამატებით პრობლემებს“, - აცხადებს  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი უკლება.

ახალი ამბები