კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

22 აგვისტო, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

21 აგვისტოს, ცენტრალური ავტობანის გორის მონაკვეთზე, ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გაჩერებულ ავტომობილს სატვირთო ავტომობილი შეეჯახა, შედეგად მსუბუქი ავტომობილი აფეთქდა. აფეთქებისას მსუბუქ ავტომობილში სამი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის არასრულწლოვანი ბავშვი. სამივე მათგანი ადგილზევე დაიღუპა, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი კი გადარჩა, იგი ავტომობილიდან იყო გადასული.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, ასევე საპატრულო პოლიცია. აფეთქების შედეგად ცეცხლი გაუჩნდა სატვირთო ავტომობილსაც. მსუბუქი ავტომობილში მყოფი გარდაცვლილი პირებიდან ერთ-ერთი შორენა ყაყიტაშვილია, რომელიც სახალხო დამცველის მონიტორი იყო შიდა ქართლში, იგი ასევე მუშაობდა წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის გორის ოფისის წარმომადგენლად. 

შსს ავტოსაგზაო შემთხვევაზე დეტალურ მოკვლევას აწარმოებს, უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლი სამართალდმცველებმა უკვე დააკავეს.

ახალი ამბები