კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის ახალი პროექტი - საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი და ICC-ს გამოძიება საქართველოში

29 აგვისტო, 2016
 
 
ადამიანის უფლებათა ცენტრმა, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტთან პარტნიორობით, დაიწყო ერთწლიანი პროექტი - „2016 წლის საპარლამენტო არჩევნების  მონიტორინგი  და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიება საქართველოში“. 

პროექტის მიზანია საქართველოში სამართლიანი და გამჭვირვალე წინასაარჩევნო გარემოს შექმნის ხელშეწყობა და არჩევნების პროცესის მონიტორინგი; ასევე - 2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთა  უფლებების მეტად  ეფექტიანი დაცვა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მექანიზმების შესახებ იურისტებისა და ჟურნალისტების უნარების გაზრდა ისე, რომ არ მოხდეს მათი საქმიანობით მიმდინარე საგამოძიებო პროცესის ხელშეშლა ან ზიანის მიყენება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება შიდა ქართლის და იმერეთის რეგიონებში ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში; ასევე - ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში. წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ მომზადდება ანგარიში ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომელიც მიეწოდება როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ორგანიზაციებს.
 
პროექტის მეორე კომპონენტი ითვალისწინებს 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულების გამოძიების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას იმგვარად, რომ მიმდინარე საგამოძოებო საქმიანობას არ მიადგეს ზიანი. საერთაშორისო ექსპერტები ჩაატარებენ ტრენინგს და ვორკშოპს ადვოკატებისა და ჟურნალისტებისათვის, რათა მათი მუშაობა ადგილობრივ დონეზე გახდეს უფრო ნაყოფიერი, მსხვერპლებისა და გამოძიების ინტერესების შესაბამისი. ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის წარმომადგენლები აქტიურად იმუშავებენ 2008 წლის ომის მსხვერპლებთან მათი ინტერესებისა და უფლებების დაცვის მიზნით. 

პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის ფინანსური მხარდაჭერით. 

           ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები