კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სანდრა რულოვსმა შიდა ქართლში გამართულ წინასაარჩევნო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა

30 აგვისტო, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

„ჩვენი უპირატესობა არის ის, რომ ჩვენ ვიცით საქმის კეთება, თუმცა შეცდომებიც დაგვიშვია, ამას ვაღიარებთ. მე ვარ გარანტორი, რომ ეს აღარ განმეორდება“ - ეს განცხადება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ, სანდრა რულოვსმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა.

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა პირობა დადო, რომ თუ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დაბრუნდება, ზეწოლას ადგილი აღარ ექნება. ყოფილი პირველი ლედი სოფელ ფერმის მოსახლეობას, ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნუგზარ ნონიაშვილის მხარდაჭერის სანაცვლოდ, ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა: „სოფელში გზა და განათებები გაკეთდება. ასევე, როგორც ჩანს, მოსახლეობას უჭირს ბაქოსთან ურთიერთობა, რათა გაიტანოს პროდუქტები გასაყიდად, ჩვენ ამ პრობლემებს გამოვასწორებთ.“

„საზოგადოება მზად არის 2016 წლის არჩევნებისთვის. ამომრჩევლები გონივრულ არჩევანს გააკეთებენ არსებული უუნარო ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს ათმაგ სტიმულსა და ენერგიას გვაძლევს“, - განაცხადა კასპის მუნიციპალიტეტში ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნუგზარ ნონიაშვილმა.

სოფელ ფერმის მაცხოვრებლების უმეტესობას ეთნიკურად აზერბაიჯანელები წარმოადგენენ. მათი თქმით, სოფლის მთავარ პრობლემას გზა და სასმელი წყალი  წარმოადგენს: „ ვინც გზისა და წყლის პრობლემებს მოგვიგვარებს, იმის მხარეს ვიქნებით.“

სანდრა რულოვსმა კასპის მუნიციპალიტეტის შემდეგ ხაშურის მაჟორიტარი კანდიდატის, როინ მახარობლიძის მხარდასაჭერ კამპანიაშიც მიიღო მონაწილეობა.

შიდა ქართლის რეგიონში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან: ქ. გორში ალექსანდრე გოგლიძე, გორის მუნიციპალიტეტში ბადრი ბასიშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტში ილია ბურჯანაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტში როინ მახარობლიძე, კასპის მუნიციპალიტეტში კი ნუგზარ ნონიაშვილი.

ახალი ამბები