კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გარდაბანში მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანია გაშლილი სუფრის თანხლებით მიმდინარეობს

2 სექტემბერი, 2016
 
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი 

ქართული ოცნების გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი სავალან მირზოევი საარჩევნო კამპანიას ტკბილეულით გაშლილი სუფრის თანხლებით მართავს. მაჟორიტარობის კანდიდატი მსგავსი შეხვედრის ფოტოებს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს. ფოტოებზე ასახულია 20-30 კაცზე გაშლილი სუფრა, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ჩაი, ხილი და  ტკბილეული. მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვკითხულობთ, რომ მაჟორიტარობის კანდიდატს თავად ადგილობრივები გაუმასპინძლდნენ.

 „ქართული ოცნების გარდაბნის მაჟორიტარმა კანდიდატმა, სავალან მირზოევმა მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ ლემშვანიერას მაცხოვრებლებთან ვიზიტით და მათი პრობლემების მოსმენით დაიწყო. სვანებმა კანდიდატი სვანური კუბდარის დაგემოვნების გარეშე არ გამოუშვეს“, - ნათქვამია კანდიდატის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სავალან მირზოევის თქმით, პარტიას სუფრის გაშლისთვის თანხები არ დაუხარჯავს, სუფრა მასპინძლებმა გაშალეს. 
საკითხზე სიმართლის დადგენას რთულ თემად მიიჩნევს „გირჩის“ გარდაბნის ორგანიზაციის წარმომადგენელი. არაზ მაშოვის თქმით, შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ როგორ ხდება სუფრის ორგანიზება.

„შეიძლება, იმ დღეს არავის არაფერი მიუტანია, მაგრამ წინა დღით გადასცეს თანხა პროდუქტის საყიდლად. ჩვენ როგორ დავადგენთ ამას, მაშინ მათ ოფისში უნდა ვისხდეთ და ვუსმინოთ, რას გეგმავენ“,- განაცხადა არაზ მაშოვმა.

აღნიშნულ საკითხზე უკვე მუშაობენ ორგანიზაციები: „სამართლიანი არჩევნები“ და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. 

ახალი ამბები