კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნაციონალური მოძრაობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კერძო კომპანიაზე ზეწოლაში ადანაშაულებს

9 სექტემბერი, 2016
 
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

რუსთავის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს. ენმ-ის რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატ მამუკა ჩიქოვანის განცხადებით, აღნიშნულმა უწყებამ ნაციონალურ მოძრაობას ქალაქის ცენტრალურ გამზირზე სარეკლამო ბანერის განთავსების საშუალება არ მისცა.

„ჩვენი საარჩევნო ბანერის განთავსებისთვის მოლაპარაკებები კომპანია „ფერტუნა მედიასთან“ ერთი თვის წინ დავიწყეთ. მივაღწიეთ სიტყვიერ შეთანხმებას, რის შემდეგაც ელექტრონული ფოსტით ხელშეკრულების სამუშაო ვერსია გამოგვიგზავნეს, სადაც მითითებულია მათი რეკვიზიტები და თანხა, რომელსაც აღნიშნული მომსახურებისთვის ითხოვდნენ.  ხელშეკრულების გაფორმების პროცესში კომპანიის იურისტი ნათია რამიშვილი ჩაერთო. (რამიშვილი სუს-ის მაღალჩინოსნის, სავლე მოთიაშვილის მეუღლეა.) იურისტმა ჩვენს წარმომადგენელს განუცხადა, რომ ხელშეკრულებას სხვასთან დებს და შეთანხმებული საქმე ჩაგვიშალა“,- განაცხადა ენმ-ის რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატმა, მამუკა ჩიქოვანმა.

კომპანია „ფერტუნა მედიას“ იურისტის, ნათია რამიშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს მასთან მოლაპარაკებები არ უწარმოებიათ. 

„მე ვარ უფლებამოსილი პირი, ვინც აფორმებს ხელშეკრულებებს და აწარმოებს მოლაპარაკებებს. ნაციონალურ მოძრაობს კი მსგავსი მოლაპარაკებები ჩემთან არ უწარმოებია. შესაბამისად, ამის დამადასტურებელს ვერაფერს წარმოადგენენ. რაც შეეხება ხელშეკრულების სამუშაო ვერსიას, მე მათთვის იგი არ გამიგზავნია. როგორც გავარკვიე, ჩვენი ერთი თანამშრომელი, რომელსაც ბანერების განათება ევალება, არის მათი პარტიის წევრი. შესაძლოა, ის შეეხმიანა ჩვენი კომპანიის გაყიდვების აგენტს და მისგან მიიღო ხელშეკრულების ფორმა. ზოგადად, ხელშეკრულების პირობების გაგება არავისთვის პრობლემას არ წარმოადგენს“,- აღნიშნა ნათია რამიშვილმა.

რამიშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობა მანიპულირებს მისი მეუღლის ფაქტორით: „რეალურად, არც მე და არც ჩემი მეუღლე არ ვართ დაინტერესებული, რამე დაბრკოლება შევუქმნათ რომელიმე პარტიას.“
რამიშვილისვე თქმით, რუსთავის ცენტრალურ გამზირზე, ამ ეტაპზე, თავისუფალი ბანერები არაა.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ ოპოზიციურ პარტიებთანაც. ახლა მზადდება ირმა ინაშვილის პარტიის ბანერები, რომლებიც ამ დღეებში გაიკვრება ქალაქში. ნაციონალური მოძრაობა ტყუის, როდესაც ამბობს, რომ კომპანიის დირექტორმა მათზე ზეწოლა განახორციელა. ჩვენი კომპანიის დირექტორი, ორი რონენი 4 წელია საქართველოში არ ყოფილა“, - განაცხადა იურისტმა ნათია რამიშვილმა.
ამ დროისთვის, რუსთავის ცენტრალურ გამზირებზე,  მხოლოდ „ქართული ოცნების“ სარეკლამო ბანერებია გაკრული. 

ახალი ამბები