კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი არასრულწლოვანი ორსული გოგონას გაუპატიურების საქმეზე დამნაშვე პირისათვის ბრალის დაუყოვნებლივ წაყენებას ითხოვს

19 სექტემბერი, 2016
 
 ადამიანის უფლებათა ცენტრი კიდევ ერთხელ გამოხატავს შეშფოთებას მარნეულის რაიონის პროკურატურის არაეფექტური რეაგირების გამო დანაშაულზე, რომელიც მოიცავს დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ორსულ გოგონაზე სექსუალურ ძალადობას. 

 ორგანიზაციის დაცვის ქვეშ მყოფი ორსული არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურების საქმეზე ჩატარებული კომპლექსური ექსპერტიზით დადასტურდა, რომ დანაშაული დაზარალებულის ქმრის ნათესავმა ჩაიდინა. ექსპერტიზის შედეგები დაზარალებულის წარმომადგენლისთვის 30 აგვისტოს გახდა ცნობილი, როდესაც მას დაუკავშირდა სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და  დასკვნის შინაარსი გააცნო. 

         მარნეულის პოლიციის სამმართველოს მიერ, ადამიანის უფლებათა ცენტრისათვის მოწოდებული ინოფრმაციის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე დაიკითხა 9 მოწმე. მიუხედავად ამისა, დამნაშავე პირი ისევ დაუსჯელია და არსებობს საფრთხე, რომ იგი სასჯელის მოხდის თავიდან აცილების მიზნით მიიმალოს.

 ადამიანის უფლებათა ცენტრი რეაგირების მიზნით მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას და ითხოვს, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა არასრულწლოვან ორსულ გოგონაზე სექსუალური ძალადობის  ჩამდენი პირის მიმართ, დაუყოვნებლივ იქნას წაყენებული ბრალი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

პრეს-რელიზი მომზადდა პროექტის  „ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში“, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში. 

ახალი ამბები