კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სარეკლამო ბანერები გაანადგურეს

23 სექტემბერი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი შიდა ქართლი

17 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანში, რამდენიმე ადგილობრივმა მცხოვრებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ბადრი ბასიშვილის სარეკლამო ბანერები გაანადგურა.

კახა მიდელაშვილი, ერთ-ერთია მათ შორის, რომელმაც ნაციონალური მოძრაობის სარეკლამო ბანერი გაანადგურა. იგი სააგიტაციო მასალის ჩამოხევის მიზეზად მის კერძო საკუთრებაზე უნებართვოდ გაკვრას ასახელებს, თუმცა ნაციონალური მოძრაობის მიმართ უკმაყოფილებას არ მალავს. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის წევრები სოფელში ჩასვლას ვერ უნდა ბედავდნენ, რადგან მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბევრი დანაშაული ჩაიდინეს: “ამ სოფლის სარეზერვო მიწები ისე გაყიდეს, რომ მოსახლეობამ არაფერი იცოდა.“
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატ ბადრი ბასიშვილის განცხადებით, ის ადამიანები, რომლებმაც წინასაარჩევნო კამპანიაში ხელი შეუშალეს, ქართული ოცნების მხარდამჭერები და საჯარო სამსახურში დასაქმებულები არიან.

„პირები, რომლებმაც ჩვენი სარეკლამო ბანერები ჩამოხიეს, ქართული ოცნების წევრები არიან. სწორედ იმ პირებმა ჩვენი ახალგაზრდული ჯგუფის წევრებს სოფელში გადაადგილების საშუალება არ მისცეს.  მათ ვპირდები, რომ 8 ოქტომბერს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მათ კანონის წინაშე პასუხი მოეთხოვება“,- განაცხადა ბასიშვილმა.
ფლავისმანში მომხდარ ინციდენტზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე იმ პირების ფოტოსურათები წარმოადგინა, რომლებმაც ბასიშვილს საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელი შეუშალეს. მათ შორის იყვნენ: საუბნო  საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სოფლის რწმუნებული, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები და მათი ოჯახის წევრებიც. ირმა ნადირაშვილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და შს სამინისტროს  მიმართა, რათა ინცინდენტზე რეაგირება მოეხდინათ.

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გორის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ინცინდენტის მონაწილე პირები მათი პარტიის წევრები არ არიან, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მხარდამჭერები იყვნენ. მმართველი პარტიის გორის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი, გელა კაპანაძე ინციდენტის პროვოცირებაში ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებს. 

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სოფლის დატოვება მოსთხოვეს კასპის რაიონის სოფელ კავთისხევშიც.  კიდევ ერთი ინცინდენტი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში მოხდა, სადაც მოძრაობა ,,პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის" მაჟორიტარ კანდიდატს, მედეა აბაშიძეს საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში რამდენიმე პირმა ხელი შეუშალა და სოფლის დატოვება მოსთხოვა, რადგან იქ სახელისუფლებო კანდიდატსა და მოქმედ პარლამენტის წევრს, თემურ ხუბულურს, ჰქონდა შეხვედრა ერთ საათში ჩანიშნული. 

ახალი ამბები