კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქალაქ გორში 60-მდე ოჯახს ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება

26 სექტემბერი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ქალაქ გორში კომბინატის დასახლებაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსები ავარიულია, რის გამოც 60-მდე ოჯახს ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხე ეუმქრება. მოსახლეობის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში,  თვითმმართველობასა და  საქართველოს მთავრობას არაერთხელ აცნობეს მათი საცხოვრებელი პირობების შესახებ, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია. 

„რეაბილიტაციას ვითხოვთ, მაგრამ გვეუბნებიან, რომ ავარიული შენობები უნდა დაინგრეს, თუმცა არც ანგრევენ და არც აკეთებენ. პრობლემას წარმოადგენს საკანალიზაციო და სასმელი წყლის სიტემებიც“, - აღნიშნა ადგილობრივმა ნიკა ლომიძემ.

ადგილობრივი მცხოვრების, გულნაზ გოშაძის თქმით, 2012 წელს იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, როდესაც მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნო, მათ დახმარებას დაჰპირდა, თუმცა გოშაძისვე თქმით, მას შემდეგ უკვე 4 წელი გავიდა, მდგომარეობა კი უფრო მეტად დამძიმდა.

კომბინატის დასახლების მცხოვრებლებმა პრობლემების მოგვარების მიზნით გორის მერიასაც მიმართეს, თუმცა მათი თქმით, რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა.

ქ. გორის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, რომ წერილით მიმართეს სამხარაულის ექსპერტიზას და უკვე ერთი წელია, საექსპერტო ბიუროს დასკვნას ელოდებიან. 

,,ამ დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი შენობის რეაბილიტაცია მოხდება თუ დემონტაჟი, 2015 წლის 30 მარტს მივმართეთ სამხარაულის საექსპერტო ბიუროს და ამ დრომდე არ არის შენობის მდგომარებაზე დასკვნა დადებული”,- განაცხადა ქ. გორის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელმა, იაგო წიკლაურმა.

გორის მერიაში ვერ აკონკრეტებენ, თუ სად გამოუყოფენ თავშესაფარს 60-მდე ოჯახს, იმ შემთხვევაში შენობების დემონტაჟი მოხდება.

ახალი ამბები