კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოების შეხვედრა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთან

26 სექტემბერი, 2016
 
26 სექტემბერს საზოგადოებრივი დამცველის, ადამიანის უფლებათა ცენტრის, საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოსა“ და სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელები, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ანალიტიკოსს საარჩევნო საკითხებში, ვანია ანგუელოვას შეხვდნენ. 

შეხვედრისას არასამთვრობო ორგანიზაციებმა ეუთოს წარმომადგენელს სრული ინფორმაცია მიაწოდეს თავიანთ საარჩევნო პროექტებზე და დღეისთვის არსებული საარჩევნო გარემოს შესახებ. მხარეებმა  წინასააჩევნო გარემოს შესახებ გაცვალეს ფაქტობრივი ინფორმაცია, რომელიც გრძელვადიანი მონიტორინგის შედეგებზეა დაფუძნებული.

საუბარი შეეხო ეთნიკური უმცირესობებისა და კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების საარჩევნო პროცესებში ჩართულობის საკითხებს, რასაც მოიცავს არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტები და აქტივობები. 

მნიშვნელოვანი განხილვის საგანი გახლდათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა არჩევნების დღისთვის და ის პრობლემები, რაც მათ შეიძლება შეექმნათ ხმის მიცემისას. 

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის  და აღნიშნული  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გააგრძელებენ  კოორდინაციას, როგორც არჩევნების დღეს, ისე შემდეგ პერიოდში. 

ახალი ამბები