კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოზარ სუბარი - „ 2017 წელს 480 დევნილი ოჯახი ბინით დაკმაყოფილდება“

27 სექტემბერი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

27 სექტემბერს, ქალაქ გორში, კომბინატის დასახლებაში  მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა. კომბინატის დასახლებაში ოთხი ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ, მინისტრის თქმით, 480 დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილდება. 

სოზარ სუბარი ასევე გამოეხმაურა გორში, ტურბაზის დევნილთა დასახლებაში არსებულ პრობლემებს.

,,გაისად, 24 ივნისს, ეს მშენებლობები უნდა იყოს დამთავრებული და  480 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინას კომბინატის დასახლებაში. შერცხვენილი ვარ და ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს ტურბაზის დასახლებაში მდებარე ხის კოტეჯებში მცხოვრები დევნილების გამო. მათი პრობლემების გადაჭრა ძალიან დაგვაგვიანდა. თუმცა, თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო ბინებში ერთი კორპუსი გადმოგვცა, სადაც სწრაფად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. მომავალი წლის იანვარ-თებერვალში დევნილები იქ უკვე შესახლებული იქნებიან. რაც ყველაზე მთავარია, დევნილები თავად მუშაობენ სამშენებლო სამუშაოებზე და თვითონ აკონტროლებენ ხარისხსსა და ვადებს. ისინი ხარვეზების დაშვების საშუალებას არ მოგვცემენ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ახალი ამბები