კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კამპანია „ეს შენ გეხება“ ეხმაურება ინტერნეტსივრცეში, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილისა და „ენმ “ წევრების საუბრის ჩანაწერის გავრცელებას

27 სექტემბერი, 2016
 
კამპანია „ეს შენ გეხება“ ეხმაურება ინტერნეტსივრცეში, სავარაუდოდ, საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის ჩანაწერის გავრცელებას.

კამპანიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის აღმაშფოთებელია, რომ საარჩევნო კამპანია კვლავ ფარული  ჩანაწერების ფონზე მიმდინარეობს და უკანონო ფარული თვალთვალი/ მიყურადება და მისი შედეგების გავრცელება სისტემურ ხასიათს იღებს. არანაკლებ აღმაშფოთებელია ფარული ჩანაწერის შინაარსი, რომელიც შეიცავს დანაშაულის შესახებ ინფორმაციას და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, გამოძიების დაწყების ვალდებულებას წარმოშობს. გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე დაიწყო გამოძიება გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით. აუცილებელია, რომ გამოძიება წარიმართოს გამჭვირვალედ, საქართველოს კანონმდებლობის სტანდარტების სრული დაცვით, დადგინდეს ჩანაწერის ავთენტურობა რათა არ გაჩნდეს უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების შთაბეჭდილება.

ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, წინასაარჩევნო გარემოს მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარებისა და ადამიანის უფლებების დაცვისათვის მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ასევე სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს  ფარული ჩანაწერის სავარაუდოდ უკანონოდ მოპოვება გავრცელების ფაქტი.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას გადადგას კონკრეტული ნაბიჯები უკანონო ფარული თვალთვალისა და მიყურადების წინააღმდეგ საბრძოლველად და ეფექტურად გამოიძიოს უკანონო მოსმენებთან დაკავშირებული ყოველი დანაშაული. აქვე მოვუწოდებთ უსაფრთხოების სამსახურს მიზნობრივად გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და მიიღოს სათანადო კანონიერი ზომები ქვეყნის უსაფრთხოების დაცვისათვის, რაც  არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას უზრუნველყოფს.

 

ახალი ამბები