კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა დიდიძენსა და გორში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით

3 ოქტომბერი, 2016
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობრივი ინციდენტების გახშირებით და მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად გამოიძიოს მომხდარი ფაქტები, ამავე დროს მიიღოს მაქსიმალური ზომები მსგავსი ინციდენტების პრევენციისთვის.  

1 ოქტომბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში „ქართული ოცნების“ ახალგაზრული ფრთის რამდენიმე წარმომადგენელს სცემეს. ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სააგიტაციო მასალის გავრცელებას ცდილობდნენ.  ინციდენტის შედეგად ფიზიკური დაზიანება მიიღო „ქართული ოცნების“ სამმა წარმომადგენელმა.

 2 ოქტომბერს გორის მაჟორიტარობის კანდიდატს, ირაკლი ოქრუაშვილს გორში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ცეცხლი გაუხსნეს. შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით  გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ მსგავსი ხასიათის ფაქტები რეალურად საფრთხეს უქმნის თავისუფალი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას. ფიზიკური დაპირისპირება მეტად თვალსაჩინოს ხდის პოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობის არსებობას და ამომრჩევლებს უქმნის სტრესულ საარჩევნო  გარემოს.  

სახელმწიფოს აკისრია თითოეული ინციდენტის  სამართლიანი განხილვის, პასუხისმგებელი პირების მიმართ სანქციების გამოყნებისა  და თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის ვალდებულება. შესაბამისად, ძალადობრივი ხასიათის თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფოს რეაგირება უნდა იყოს  ადეკვატური.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა ადეკვატური რეაგირების გარეშე არ დარჩეს ძალადობის არც ერთი გამოვლინება და ამ გზით უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობიანი და უსაფრთხო საარჩევნო გარემო. 
მოვუწოდებთ მთავარ პროკურატურას, უმოკლეს პერიოდში ობიექტურად და მიუკერძოებლად გამოიძიოს მომხდარი ძალადობრივი ფაქტები. 

მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს და მათ წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების, ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობისაგან.

ადამიანის უფლებათა ცენტრი   

ახალი ამბები